"ჯიჯის" საბავშვო ბაღში, ინოვაცია რომელიც დღეს პედაგოგმა სოფო ჩიტაიამ განახორციელა მოზარდებისთვის სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
საბავშვო ბაღისა და პრესკულის აღსაზრდელები ხელოვნების გაკვეთილს აქტიურად შეუერთდნენ და მათი სურვილისამებრ სახეს ფერადი ნახატებით იმშვენებდნენ. გაკვეთილი რომელიც "სახეზე ხატვას" მიეძღვნა ხალისით დასრულდა, თითოეულმა მოზარდმა თავინთ სახეზე დახატული ნამუშევარი შეაფასეს და საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცეს. როგორც პედაგოგი სოფო ჩიტაია განმარტავს მიზანმა გაამართლა, ბავშვების წარმოსახვამ ნათლად აჩვენა, რომ ყველა მათგანმა შეძლო საგაკვეთილო პროცესის სწორად აღქმა .