დღეს გიმნზიაში "პრივატბანკი საქართველოს" ზუგდიდის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი ქალბატონი მირანდა ქარდავა იმყოფებოდა.
"ჯიჯის" მოსწავლეებს ბანკის წარმომადგენელმა ლექცია-სემინარი თემაზე "საბანკო საქმე და ფინანსები" წაუკითხა. ტრენინგები, რომლის მიზანსაც მოზარდების ფინანსური კუთხით განვითარება და ინფორმირებულობა წარმოადგენს, დაახლოებით 3 თვის მანზილზე გაგრძელდება. სემინარში ჩართულია გიმნაზიის მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები.
როგორც "პრივატბანკი საქართველოს" ზუგდიდის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი განმარტავს, მოსაზრდები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული და დიდ ინტერესს იჩენენ მიმდინარე სემინარის მიმართ. ფილიალის მენეჯერი აცხადებს, რომ აღნიშნული ტრენინგის ყველა კურსდამთავრებულს სპეციალური დიპლომი გადაეცემა.
სემინარი თემაზე ""საბანკო საქმე და ფინანსები" ჯიჯის გიმნაზიაში ყოველ პარასკევს ტარდება და მისი ხანგრძლივობა 1 საათს მოიცავს.