ინგლისურის პედაგოგმა, ელენე ჩანგელიამ დღეს მე-4 კლასის მოსწალეებთან მოდალური ზმნა "ქენ-ს" გამოყენება კითხვითსა და უარყოფით წინადადებებში გაარჩია .
დაფაზე პედაგოგის მიერ ჩამოიწერა მოსწავლისთვის ნაცნობი ზმნები. მასწავლებელმა მოსწავლეები ორ ჯგუფად დაყო. ჯგუფის თითოეული წევრი სახალისო თამაშში, რომლის მიზანსაც ჩაფიქრებული სიტყვის ამოცნობა წარმოადგენდა , აქტიურად ჩაერთო. საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა გიმნაზიის დირექტორი, ბატონი ჯამბულ ნაჭყებია. დირექტორმა გაკვეთილი შეაჯამა და განმატა, რომ დღევანდელმა აქტივობამ მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი დონე აჩვენა. მისივე განცხადებით აღნიშნული სასწავლო პროცესი , გათვლილი იყო როგორც აუდიო, ვიზუალურ და "კინესტიკურ" უნარებზე.
ტუტორი ესმა გაბისონია გაკვეთილზევე ეხმარებოდა იმ მოსწავლეებს, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებდნენ.
თავად ინგლისურის პედაგოგი ელენე ჩანგელია აცხადებს, რომ მიზანს მიაღწია და მან შეძლო თითოეული მოსწავლის ჩართვა წარმოგენილ დავალებებში და მოსალოდნელ შედეგამდე მივიდა. პედაგოგი კმაყოფილია მოზარდების მონდომებით და მათი გუნდური მუშაობით.