error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
საშემოდგომო პროექტი "ჯიჯიში"
საშემოდგომო პროექტი "ჯიჯიში"
გიმნაზიის დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ, ხელოვნების პედაგოგმა რუსუდან შანავამ და დიზაინერმა სოფია ხარჩილავამ, "ჯიჯის" მოსწავლეების მშობლებს, გიმნაზიაში დაგეგმილი საშემოდგომო პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მშობლებმა მზადყოფნა გამოთქვეს და ახალი პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვნენ .
დიზაინერი სოფია ხარჩილავა, ხელოვნების პედაგოგთან და GG_თV სთან ერთობლივად გეგმავს საშემოდგომო "დეფილეს", რომელიც "ჯიჯის" ივენთ-ჰოლში გაიმართება და მასში მონაწილეობას როგორც გიმნაზიის აღსაზრდელები ,ასევე სხვა საჯარო სკოლიდან და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებიდან დაინტერესებული მოსწავლეები მიიღებენ. გარდა მოდის ჩვენებისა, გიმნაზიის მოსწავლეები შექმნიან ხელთნაკეთ ნივთებს შემოდგომის თემაზე, სხვადასხვა კენკროვანი მასალისგან. მოზარდების ნამუშევრები გამოიფინება "ჯიჯის" ეზოში ამ დღისთვის სპეციალურად მოწყობილ იმიტირებულ სოფელში, სადაც მოხდება წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

აღნიშნული ღონისძიებები ნოემრის შუა რიცხვებში გაიმართება.

მსურველებმა დარეკეთ ნომრებზე :

+ 995 591 41 77 19 რუსუდან შანავა
+ 995 593 62 22 47 ელისო რაფავა
15 ოქტომბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.