საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჯიჯიში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის შედეგად ჯიჯის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება სტუ-ს ვირტუალური მოდელირების საკონსტრუქტურო ბიუროს ხელმძღვანელის პროფესორ დავით სონღულაშვილის მიერ შექმნილი სიმულაციური მასალა, რომლის დახმარებით ჯიჯის მოსწავლეები მათთვის საინტერესო ფორმით დაეუფლებიან ენის, ხელოვნებისა და მეცნიერების საფუძვლებს.
ჯიჯის ბაზაზე GG-ტვ-ის გამოყენებით იგეგმება ახალი შემეცნებითი პროგრამების შექმნა.
პროექტის გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან პარტნიორი სასწავლებლების თანამშრომლები, პერიოდულად აწყობს უშუალო და დისტანციურ შეხვედრებს. ბატონ დავით სონღულაშვილის მორიგი ასეთი შეხვედრა ქართული ენისა და უცხოური ენების მასწავლებლებთან ამ დღეებში შედგა.