error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
გრანდიოზული ღონისძიება "ჯიჯიში"
გრანდიოზული ღონისძიება "ჯიჯიში"
5 ოქტომბერი განსაკუთრებულად აღინიშნა "ჯიჯის" გიმნაზიაში. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს სასწავლებელში გრანდიოზული ღონისძიება მიეძღვნა.
პროეფესიული დღესასწაული ჯიჯის პედაგოგებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ცნობილმა ვარსკვლავებმა, თემურ და ელიზა ბოჯგუებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე მათ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები ააჟღერეს, საკონცერტო ნაწილში მონაწილეობა ანსამბლმა "ოდოიამ" და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ჩელამ" მიიღეს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიურპრიზი პედაგოგებმაც მოუწყვეს. საზოგადოებას ისინი განსხვავებულ ამპლუაში წარუდგნენ. მასწავლებლებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები და დარბაზის აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
პროფესიულ დღე "ჯიჯის" მასწავლებლებს გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტმა ალექსანდრე ღურწკაიამ მიულოცა და ყველა მათგანს დიპლომები და პრიზები გადასცა. განსაკუთრებული პრიზი, "ჯიჯის ოსკარი" , დირექტორის მოადგილემ თენგიზ ჩაკაბერიამ მიიღო.
ღონისძიებაზე დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ "ჯიჯის" დამფუძნებლს ჯიმშერ ღურწკაიას იუბილე მიულოცა და სიტყვა მას  გადასცა. ჯიმშერ ღურწკაიამ მასწავლებლებს 5 ოქტომბერი მიულოცა, მათ პროფესიული წინსვლა უსურვა და გიმნაზიაში წარმატებული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
გრანდიოზული შოუ -კონცერტი 3 საათი გაგრძელდა.

06 ოქტომბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.