სიახლე "ჯიჯის" საბავშვო ბაღში
ყურადღება!
"ჯიჯის" ბაზაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი და "პრე-სქული", რომელიც თქვენი პატარებისათვის გთავაზობთ:
თბილ,უსაფრთხო. ეკოლოგიურად სუფთა კეთილგანწყობილ გარემოს, სადაც სასწავლო პროგრამა შედგენილია ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურად, მისი ნიჭისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობს ფსიქოლოგი, ორი ძიძა, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება.
ბაღის შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. სასწავლო პროცესისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით. სათამაშოებით. ფუნქციური უნარ-ჩვევების განმავითარებელი სასწავლო რესურსით. მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით. სახვითი ხელოვნების სახელოსნოთი,დასვენებისა და რელაქსაციის ოთახით. საძინებელი ორთოპედიული ლეიბებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისათვის.
საბავშვო ბაღში დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. კერძები მზადდება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით.
კვების რაციონი განსაზღვრულია დიეტოლოგის მიერ, სადაც დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიების რაოდენობა.
გარდა ამისა "პრე-სქული" აღსაზრდელები გაძლიერებულად სწავლობენ, ინგლისურს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას. მათთვის გამოყოფილია სპეციალური სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვს უმუშავდება მოტორული უნარ-ჩვევები. (ხატვა, ძერწვა, გუაშზე მუშაობა და ა. შ)
ასევე ისწავლება ჭადრაკი რომელსაც ხელმძღვანელობს, ჭადრაკში არაერთგზის პრიზიორი მადონა ბოკუჩავა.
პატარებს მუსიკას, ნანა ნოდია შეასწავლის.
ქორეოგრაფი :ნანა ნაჭყებია
მომსახურებაში შედის , GG-თV ზე გადაცემების განთავსება, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი აღსაზრდელები მიიღებენ.
3-4 წლამდე ბავშვებისთვის მომსახურების ფასი 170 ლარს შეადგენს
"პრე-სქული" 5 დან 6 წლამდე ბაშვებისთვის მომსახურების ღირებულება 220 ლარია.
ბაღი მუშაობს 08:30-17:00საათამდე.
საბავშვო ბაღი და "პრე-სქული" მზადაა იზრუნოს თქვენი პატარას განვითარებაზე.
გააკეთეთ სწორი არჩევანი!
დაგვიკავშირდით ნომერზე:
თელ: 593 45 05 44
03 ოქტომბერი, 2014 წ.