ჯიჯისთან არსებული მედია -პროგრამა (ხელმძღვანელები : მაკა სამუშია, თამარ ლატარია ) გთავაზობთ შემდეგ პროექტებს :
1) ტელე-ჟურნალისტიკის სასწავლო კურსები
(ჟურნალისტიკის საფუძვლები ( თამარ ლატარია ) მეტყველების კულტურა ( მაკა სამუშია) ოპერატორისა და მონტაჟის ხელოვნება (ბესო ჯანჯღავა) - კვირაში 2-ჯერ.
თვიური გადასახადი 30 ლარი
2) საბავშვო შემეცნებითი ტელევიზია-GG-თV
სატელევიზიო გადაცემები: "GG-ამბები"(საინფორმაციო)," ეს საინტერესოა","ჯიჯი-პედია" (შემეცნებითი), "დიალოგი საინტერესო ადამინთან", "ჩვენ და წიგნები","თქვენი აზრით"-ინტერვიუ პატარებთან,"მუსიკალური კლიპების კონკურსი", "მუსიკალური ტოპ-10", "შოუ-ბიზნესი","GG-სპორტი".
ღირებულება: გადაცემის წამყვანი-თვეში 100 ლარი (ჯიჯის მოსწავლეთათვის) 150 ლარი (ნებისმიერი მსურველი მოზარდისთვის)
ერთ გადაცემაში მონაწილეობა: თვეში 4 ჯერ -ღირებულება 50 ლარი (ჯიჯის მოსწავლისთვის), თვეში 4 ჯერ 100 ლარი (სხვა მსურველისთვის)
3) ჯიჯის საბავშვო, ქორეოგრაფიულ-თეატრალური სტუდია, რომელიც იზრუნებს საკონცერტო პროგრამების მომზადებაზე.
ჯიჯის სტუდიაში მომზადებული კონცერტები და შოუ-პროგრამები GG-თV-ის ეთერით გაშუქდება. გაკეთდება მიუზიკლები და შოუ-პროგრამები, დაიდგმება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, თეატრალური წარმოდგენები. სტუდია გასვლით კონცერტებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ყველა ბავშვს, რომელიც ოცნებობს მოხვდეს ჯადოსნურ სამყაროში, ოცნებას აუსრულებს.
"ჯიჯის" საბავშვო სტუდიას უხელმძღვანელებს თბილისიდან მოწვეული რეჟისორი .
მუსიკალური არანჟირება : ლაშა თოდუა
სტუდიაში თვიური გადასახადი -50 ლარი იქნება.