დღეს "ჯიჯის" მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგების დავალებით სხვადასხვა თემაზე ნახატები შექმნეს. პრაქტიკული სამუშაოები მე-3 და მე-5 კლასებში ჩატარდა.
"ჯიჯის" მოსწავლეებმა მუყაოზე აკვარელის საღებავებით მზის ჩასვლა გამოსახეს და ზაფხულის ერთი შთამბეჭდავი დღე ფურცელზე გააცოცხლეს.
რაც შეეხება მე-5 კლასს, მათი დავალება იყო ნატურმორტში შუქჩრდუილებისა და ფორმის სწორად გამოსახვა . დავალებას მოსწავლეებმა თავი საკმაოდ კარგად გაართვეს და მასწავლებლებისგან დავალებად ახალი სამუაო თემები მიიღეს.