"ჯიჯი" 3 წლის გახდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა , გიმნაზიაში დოკუმენტური ფილმის პრემიერა.
დღეს "ჯიჯის" ივენთ-ჰოლმა ზუგდიდელ საზოგადოებას უმასპინძლა და პატარა ჯიჯიელების მონაწილეობით სამეგრელოს ისტორია კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
გადაღებები რამდენიმე ეტაპს მოიცავდა . მოზარდებმა პროექტის ფარგლებში მოიარეს სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილები და ეზიარნენ ჩვენი კუთხის კულტურას. ფილმის ჩვენება 1 საათს გაგრძელდა.
დღესვე ღონისძიებაზე გაჟღერდა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც "ჯიჯიში" ხორციელდება.გიმნაზიის ბაზაზე მალე საბავშვო-შემეცნებითი ტელევიზია "GG_თV" გაიხსნება .