error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯი 3 წლისაა)))
ჯიჯი 3 წლისაა)))
Smileდღეს ჩვენი ულამაზესი და საუკეთესო “ჯიჯი” 3 წლის ხდება. Smileმან ხომ სულ ახლახან - 1 წლის წინ დაიწყო სიარული. პირველი ნაბიჯები მშობლიურ ცაიშვილის ქუჩაზე აღიდგა და მეორე დღესვე მთელი ზუგდიდი შემოირბინა. ალბათ იმ თვისებების გამო, რომ ყველას სიკეთით უღიმის, ზრუნვით ეფერება და სტუმრად იწვევს, „ჯიჯი“ მთელი საქართველოს ვარსკვლავი გახდა. ამ ზამთარში კი ევროპა და აზიაშიც გაფრინდა და ამაყად დაუბრუნდა ქალაქს. ალბათ შეუდარა თავი სხვა ვარსკვლავებს და იგრძნო თანატოლობა.
ჩვენი “ჯიჯი” ძალიან ცოცხალია, ძალიან ნიჭიერი, მტკიცე მიზანდასახული. არ იზღუდება, არ გრძნობს საზღვრებს , მუდმივ განვითარებაშია, წარმატებებითა და ნოვაციებით ივსებს კალთას. შედეგზე ორიენტირებული საუკეთესოსკენ მიეჩქარება ხოლმე. ცდილობს მიბაძოს ყველაფერ კარგს და მიღებული გამოცდილება თავის ოჯახში, საუკეთესო “ჯიჯიელებს” ჩამოუტანოს. მისი ასეთ აქტიურობას ერთადერთი მიზანი აქვს, როგორც ნამდვილ მშობელს - თავისი მოსწავლეები აღიზარდონ მსოფლიო დონის თანამედროვე ახალგაზრდები.
მივულოცოთ ყველამ ერთად ჩვენს ჯიჯის 3 წლის იუბილე და ვუსურვოთ მომავალშიც არაერთი წინსვლა და წარმატება.

სულ გეფრინოს ჩვენო ჯიჯი და სიახლეები არ მოგაკლებინოს ჩვენთვის.

გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!SmileSmileSmile


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.