error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
რექტორი -არჩილ ფრანგიშვილი
რექტორი -არჩილ ფრანგიშვილი
2014 წლის 14 ივნისს, ჯიჯის ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ბატონი არჩილ ფრანგიშვილი. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დღეს, უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა გიმნაზიისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა ქალაქ ზუგდიდის ა. ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას ვირტუალური სწავლების საშუალებები, ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი (1-12 კლასები), დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკის, ბუნების, მუსიკის, ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების სრული პაკეტი გადასცა. ახალი პროგრამები გიმნაზიის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები. ამ პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეეძლებათ. უნივერისტეტმა გიმნაზიას ასევე გამოჩენილ ფიზიკოსთა პორტრეტები გადასცა.

www.gg-school.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.