error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე
2015 წლის 5 სექტემბერს, ღურწკაიას გიმნაზიამ პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლა. ჯიჯის ივენთ-ჰოლში გამართულ შეხვედრაზე, ფონდ „ივერიისას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, მახათას მთაზე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის, მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას მშენებლობის მიმდინარეობაზე, მასში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობასა და საშუალებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას, საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის დაწყებამდე, ფონდ „ივერიისა“ და „იავნანას“ დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს, ჯიჯი გიმნაზიის მმართველმა კამპანიამ უმასპინძლა და გიმნაზიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
პაატა ბურჭულაძემ ექსკლუზიურად ჯიჯი ტელევიზიის გადაცემაში - „დიალოგი საინტერესო ადამიანებთან“ მონაწილეობაც მიიღო და ჯიჯი გიმნაზიის შესახებ მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ზუგდიდის, ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის, მშენებარე საკათედრო ტაძარი მოილოცა.

www.gg-school.ge

www.gg-school.ge

www.gg-school.ge

www.gg-school.ge

www.gg-school.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.