error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ექიმები ჯიჯიში
ექიმები ჯიჯიში
"ჯიჯის" გიმნაზიამ დღეს, 2014 წლის 1 ნოემბერს, უცხოელ პროფესორ- ექიმებს უმასპინძლა. მეგზურობა მათ სასწავლებლის დამფუძნებელმა ჯიმშერ ღურწკაიამ გაუწია. მედიკოსებმა გიმნაზიის ინტერიერი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ბაზა შეაფასეს და ნანახით აღფრთოვანება გამოთქვეს. სტუმრებმა განაცხადეს, რომ მსგავსი სასწავლო დაწესებულება ევროპაშიც კი იშვიათია. გარდა ამისა უცხოელებმა ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ჩვენი კუთხის სილამაზეზე ისაუბრეს. მათი თქმით ისინი პირველად იმყოფებიან სამეგრელოში და სამომავლოდ ხშირი ვიზიტების სურვილი გამოთქვეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.