“ადამიანის ერთადერთი მარადიული საკუთრებაა სიბრძნე“
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე -კარგად ორგანიზებული ცხოვრება“.
„ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი უგუნურობა“.
დავიბადე 1980 წლის 13 იანვარს, ქალაქ ზუგდიდში.
1997 წელს დავამთავრე მერაბ კოსტავას სახელობის გიმნაზია. იმავე წელს ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა გავაგრძელე ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაზე -ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრა. 2006 წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაზე. 2008 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: იმპერატორ ადრიანეს საგარეო პოლიტიკა. მომენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
2012წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში, ისტორიის მასწავლებლად. 2008-2011 წ.წ. - შპს "განათლება ოცდამეერთე", ისტორიის მასწავლებელი;
2006-2008 წ.წ. - საქართველოს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის აკადემია, ასისტენტ-პროფესორი;
2006-2007 წ. წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, ლექტორი;
2011წელს გამოვიდა ჩემი მონოგრაფია“იმპერატორი ადრიანე“.
ვწერ ლექსებს , ჩანახატებს და სამეცნიერო ხასითის სტატიებს. ვმუშაობ ისტორიულ რომანზე .
ოჯახური მდგომარეობა: ვარ გათხოვილი, მყავს მეუღლე და ორი შვილი.

