error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
რუბრიკა:"ხმამაღალი ფიქრები"
რუბრიკა:"ხმამაღალი ფიქრები"
რუბრიკის სტუმარია: ჯიჯის მე-8 კლასის მოსწავლეების, მარიამ და ანი ვადაქარიების დედა.
მოგესალმებით! მიხარია, რომ რუბრიკის სტუმარი ვარ, რადგან ყოველთვის მინდოდა ხმამაღლად, საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი მოსაზრება ჯიჯიზე.
ჯიჯიში დაარსების დღიდან ვართ.
ჩემი შვილების მზე, სწორედ ამ ჯადოსნურ სამყაროში ამოდის. ასე მგონია, რომ ჯიჯიში აუხდენელი ოცნება არ არსებობს! ჩვენი ბავშვები კრეატიულ გარემოს ფლობენ. მოსწონთ და უყვართ, აქ გატარებული თითოეული დღე.
მე პირადად, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, გიმნაზიის დამფუძნებელს, სკოლის დირექციას, იმ გაწეული შრომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჯიჯიელი გრძნობს და განიცდის!
გასულ ზაფხულს, ჩემი შვილები, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობდნენ. ანი აღფრთოვანებას ვრ მალავდა, კიევის საზაფხულო ბანაკიდან დაბრუნებული. რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა შენს შვილს თვალებზე მზე უთამაშებს.
მარიამი კი ჯიჯიმ დააფინანსა და ესპანეთში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შემეცნებით პროექტში გაამგზავრა. თავიდან მეშინოდა, ვიფიქრე, ბავშვი სრულიად მარტო, როგორ გამეშვა, არც კლასელები, არც სკოლის წარმომადგენელი არ ახლდა. მაგრამ როდესაც პროექტის მიზანს გავეცანი, მივხვდი, რომ ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც ჯიჯის, ასევე ჩემი შვილის მხრიდან.
ზოგჯერ ვფიქრობ, რა უნდა გამეკეთებინა უკეთესი და სად უნდა წამეყვანა ჩემი შვილები, თუ არა ჯიჯიში!
ჯიჯი-ერთადერთი ნათელი წერტილია ზუგდიდში. დიახ, ასეა, მე და ჩემი ოჯახი ერთხმად გიხდით მადლობას ამ უზარმაზარი შესაძლებლობისთვის, რომელსაც ჩემი და ჩემი შვილების თანატოლებისთვის ქმნით!
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!


31 დეკემბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.