error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ჯიჯის მშობელთა ასოციაციის „მარდუალი“ გამგეობის პირველი სხდომა
ჯიჯის მშობელთა ასოციაციის „მარდუალი“ გამგეობის პირველი სხდომა
ჯიჯიში მშობელთა ასოციაციის "მარდუალი" გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ვასილ ძნელაძე უძღვებოდა. მან გამგეობის წევრებს პუნქტობრივად გააცნო და განიხილა ასოციაციის მიზნები და მათ მისაღწევად დასაგეგმი საქმიანობები.
მიღებულ იქნა რეკომენდაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. გამგეობა და დაინტერესებული მშობლები არა მხოლოდ გაეცნობიათ ჯიჯის საგანმანათლებლო კონცეფციას, არამედ ჩაერთვებიან პერსპექტიული განვითარების გეგმის გადახედვის პროცედურებში.
არსებული სიტუაციის ანალიზისთვის ნოემბრის ბოლომდე ჩატარდება მშობელთა აზრის გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით შედგება სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ ერთი მთავარ კომპონენტად ნაგულისხმევია მშობელთა უნივერსიტეტის შექმნა, და წამყვანი ექპერტების მოწვევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბავშვის ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანსაღი კვება, ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებანი და ა.შ.
ყურადღება გამახვილდა გიმნაზიასა და ოჯახში ერთიანი აღმზრდელობითი მოთხოვნების ჩამოყალიბების საკითხებზე, მხარდაჭერილ იქნა ქცევის ეტიკეტის დამკვიდრებისადმი გიმნაზიის დირექციის მიდგომა.
ასევე იმსჯელეს ჯიჯიში მშობელთათვის შექმნილ უნიკალურ შესაძლებლობაზე თვალყური ადევნონ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. შეთანხმდნენ, რომ დაშვება ღია გაკვეთილებზე მოხდება შეუზღუდავად, სხვა დროს კი განცხადების საფუძველზე დირექტორის ნებართვით სპეციალური ფორმის შევსებით.სასკოლო დროს აკადემიურ ბლოკში ნებადაურთველი მოძრაობა შეზღუდულია,რათა ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესს.

გამგეობის მორიგი სხდომის თარიღად განისაზღვრა 22 ნოემბერი, 10 საათი
15 ნოემბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.