error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ხუმრობები
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მამას ეუბნება: – მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში პატარა მშობელთა კრებაა. – რას ნიშნავს – პატარა მშობელთა კრება? – მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით მხოლოდ.
მშობელთა კომიტეტი "ჯიჯიში"
მშობელთა კომიტეტი "ჯიჯიში"
დღეს "ჯიჯის" გიმნაზიაში მშობელთა კომიტეტის შექმნის მიზნით, მშობლები შეიკრიბნენ. მშობელთა კომიტეტში ყველა კლასს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც ამა თუ იმ კლასში არსებულ საჭიროებებს გამოავლენს და კომიტეტს წარუდგენს.
კომიტეტის ხელმძღვანლად მშობლები თავად აირჩევენ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ხელმძღვანელი კი რიგ საკითხებს პერიოდულად გიმნაზიის დირექტორთან განიხილავს და მის გადაწყვეტაზე იმსჯელებს. კომიტეტის დაფუძნების იდეა გასულ კვირას, გიმნაზიის დამფუძნებელთან შეხვედრაზე გაჩნდა. მშობლები მიიჩნევენ, რომ კომიტეტი აქტიურად იმუშავებს და სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
04 ნოემბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.