error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
GG-შანხაიში
GG-შანხაიში
GG დელეგაციის შთაბეჭდილებები ჩინეთში


ჯილდა ჯალაღონია
არ შემეძლო ეს შთაბეჭდილება გაუზიარებლად რომ დამეტოვებინაSmile
თვითმფრინავი შანხაიში დაეშვა და იქიდან მაგნიტური მატარებლით - "მაგლევით" გავაგრძელეთ გზა სასტუმროსკენ, 390 კმ/სთ სიჩქარით. აქ მივიღე პირველი შთაბეჭდილებაც, ფანჯრიდან გავყურებდი ულამაზეს ხედებს, რომლებიც მხოლოდ სურათებიდან მქონდა ნანახი. ვხვდებოდი როგორ თანამედროვე და ცივილიზებულ ქალაქში ვიყავი და როგორ არ გავდა შანხაის ხედები ,,ბებერ” ევროპას ☺ ეს იყო ჩინეთის ლასვეგასი:)
ჩვენს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული დღის პირველი ნახევარი ქონდა შანხაის სკოლებში,რომლის მთავარი მიზანი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება იყო. GG-გიმნაზიას აქვს ყველა რესურსი, იმისათვის რომ მოვახდინოთ მიღებული სიახლეების დანერგვა და რეალიზაცია. დღის დარჩენილ ნაწილში კი ჩვენი განსაკუთრებული მასპინძელი ლევან ღურწკაია დაუღლელი ენთუზიაზმით გვაცნობდა ქალაქს.
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში შანხაის, ჩემი აზრით სავიზიტო ბარათმა, ტელეკოშკმა ,,აღმოსავლეთის მარგალიტ-მა”, საიდანაც ხელისგულივით ჩანს ქალაქის ულამაზესი ხედები.ამ პატარა წერილში შეუძლებელია ყველა იმ ღირშესანიშნაობების აღწერა, მაგრამ კიდევ ერთი საოცრების შესახებ გეტყვით-ეს იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმი. იქ ნანახმა ერთ დასკვანამდე მიმიყვანა, უკვე არ უნდა მიკვირდეს ჩინეთის წინ მიმავალი ცივილიზაცია.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო GG-ს სკოლის დამფუძნებელს  ამ შესაძლებლობისთვის. ეს ხომ შეუდარებელი და დაუვიწყარი გამოცდილებაა პროფესიული და ცხოვრებისეული კუთხით. მინდა ხაზი გავუსვა იმ სასიამაყო ფაქტს, რომ ჩვენი GG უკვე ყოფილა მსოფლიო დონის მასშტაბის, მითუმეტეს ტექნოლოგიური აღჭურვით.

ელისო ხურცილავა

ზოგი შთაბეჭდილებები დროსთან ერთად მქრქალდება, ზოგიც, პირიქით- ძლიერდება. ასეა თუ ისე, ცხოვრებას გილამაზებს და თვალსაწიერს გიფართოებს.
შანხაი, აღმოსავლეთის პარიზად წოდებული ქალაქი, დიდხანს შემორჩება ჩემი და ჩემი კოლეგების მეხსიერებას. აღგვაფრთოვანა, გაგვაკვირვა და გაგვაოგნა ნანახმა. თურმე ეს რა შეუძლია ადამიანის ხელსა და გონებას!
ჩვენი ინტერესის სფერო სკოლა და განათლება იყო. სკოლების ნახვამაც აღგვაფრთოვანა თავისი მასშტაბებით და რესურსებით. კედლებზე კი ნამუშევრები ძალიან ჰგავს ჩვენი ბავშვების ნაშრომებს , მათი ტექნიკური ბაზა კი ჩვენსას საკმაოდ ჩამოუვარდება, სწავლა - სწავლების პრობლემა იქაც აქტუალურია და მუდმივ განახლებას საჭიროებს, იქაც შემოქმედებითობა სჭირდება მასწავლებელს, უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობა, მატერიალური მდგომარეობა და უმდიდრესი რესურსების ბაზა აქვს ნააზრევის განსახორციელებლად.
რა მომცა ამ მოგზაურობამ? ჯერ ერთი, მეტი ვნახე, განსხვავებულიც და მსგავსიც;
მეორე, ამაყი და ნასიამოვნები ვიჯექი გაოგნებული უცხოელების თვალებს რომ ვხედავდი, როცა ჩემი ახალგაზრდა კოლეგა ნათია კვარაცხელია ქალაქისა და სკოლის პრეზენტაციას აკეთებდა;
მესამე, ჩვენი ჯგუფი უფრო შეიკრა ერთ გუნდად;
მეოთხე და ყველაზე მთავარი შემმატა ადამიანური უანგარო სიკეთის დანახვის უნარი, რაშიც ჩვენი სკოლის დამფუძნებლის ბატონ ჯიმშერ ღურწკაიასა და მისი უფროსი ვაჟის, ლევანის გულითადმა მასპინძლობამ დამარწმუნა. მამა - შვილისა და და - ძმის არაჩვეულებრივად თბილმა დამოკიდებულებამ დამანახა ეს უდიდესი ბუნების ადამიანები, რომლებიც არაფერს არ იშურებენ, ოღონდ საქმეს წაადგეს.
უღრმესი მადლობა ბატონ მესაკუთრეს, არაჩვეულებრივ ქართველ ვაჟკაცს, ლევან ღურწკაიას იმ ზღაპრული დღეებისთვის, რომელიც  დელეგაციის წევრებს გვაჩუქეს!Smile
18 JANUARY, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.