ბატონო ჯიმშერ! მეუღლის დაღუპვით გამოწვეულმა დეპრესიამ კინაღამ ფარ-ხმალი
დამაყრევინა,
მაგრამ თქვენმა შეგულიანებამ და მატერიალურმა თუ მორალურმა მხარდაჭერამ
წონასწორობა აღმადგენინა.
თქვენ ხშირად გითქვამთ ჩემთვის და საჯაროდაც, რომ თითქოს მე ვიყო ის ადამიანი
რომელმაც თქვენს წარმატებაში დიდი როლი შეასრულა.
მე კი გიპასუხებთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც აღმერთებს თავის მშობლებს,
თავის აღმზრდელ მასწავლებლებს, და ვინაც მე, ცხოვრებაზე გულაცრუებული კაცი, აქტიური
ცხოვრებისაკენ შემომაბრუნა და მომავლისადმი რწმენა დამიბრუნა. თქვენი ჩემდამი ნდობა
მე ძალას მმატებს და პასუხისმგებლობის გრძნობას მიათკეცებს. არ დავიშურებ ძალას,
ენერგიას და ჩემს გამოცდილებას, რომ ეს ნდობა გავამართლო.
ღმერთი იყოს თქვენი და ყველა თქვენისთანა ადამიანის მფარველი!