error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ნათია გვილია (ზუგდიდი)
,,მასწავლებელი სკოლისთვის იგივეა, რაც მზე სამყაროსთვის. მასწავლებელი უნდა იყოს განათლებული, კულტურული, ლამაზი, მაღალი ზნეობის მატარებელი, სამაგალითო ყველგან და ყველაფერში... შეუძლებელია სხვას მისცე ის, რაც თავად არ გაგაჩნია."
მე ჩემ შესახებ...
მიიპარება დრო, რათა შემდეგ ხარხარით გადამაყაროს თავზე ჩავლილი აპრილები... ასე მგონია საოცრად დიდხანს ვიცხოვრე, სინამდვილეში კი - ალბათ ძალიან ცოტა ხანს, რადგან ყველა ოცნების რეალობად ქცევა ვერ მოვასწარი...
დავიბადე 1981 წლის 11 სექტემბერს. ჩემი ზოდიაქო ქალწულია. მეოცნებე ვარ. მიყვარს გაზაფხული, წვიმა...
დიახ, წვიმა - შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს მოვევლინე ქვეყანას. დღემდე ყურში ჩამესმის და თითქოს თვალწინ მიდგას დედიკოს მიერ მოყოლილი ჩემი დაბადების სცენა; თურმე წვიმდა კოკისპირულად, უცბად გამოიდარა და ცის თაღზე ულამაზესი ცისარტყელა გამოისახა - ,,ახლა თუ გოგო დაიბადება, ეს ბავშვი ულამაზესი იქნებაო - ასეაო ნათქვამი’’-- ჩუმად ჩაილაპარაკა თურმე ექიმმა და მეც ზუსტად ამ დროს დავიბადე. თითქოს ამ ნათქვამის დასტურად, მართლაც ძალიან ლამაზი ჩვილი ვყოფილვარ. თოვლივით ქათქათა, წითელი ტუჩებით, ლამაზი თაფლისფერი თვალებით, აბრეშუმივით რბილი ქერა თმით... ,,კრასავიცა გრუზინკა’’- მეძახდნენ თურმე ხერსონში (უკრაინაში) ყოფნის დროსაც, როცა სტუდენტ მშობლებს ვახლდი თან, მაგრამ სასტიკად არ მინდოდა იქ ყოფნა. გამორჩეულად მიყვარდა ბაბუა, მენატრებოდა სახლი, დავჯდებოდი ფანჯარასთან და ვტიროდი - ,, ჩემი სახი მიდა, ბაბუა მიდა’. დღემდე ბაბუა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია...
ვიზრდებოდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. მათ მასწავლეს ღვთის სიყვარული, სიკეთის ფასი, წიგნის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, საკუთარი თავის რწმენა... რწმენა ხვალინდელი დღის,..
გმადლობ, უფალო, ამ ყველაფრისთვის; გმადლობ, სიყვარულის ნიჭისთვის! დიახ, მეც მიყვარს და ის ჩემი მეუღლეა… მყავს ორი შვილი ლუკა და მერიკო. მათ შემაყვარეს ის საოცარი სამყარო, რასაც ჰქვია ,,ბავშვი’’. ასე ღრმა და ამოუცნობი. თითქოს ძალიან ნაცობი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული და უცნობი; შორეულიც და ახლობელიც, ანცი და ცნობისმოყვარე...
ჩემი შვილების მაგალითზე მივხვდი, თუ რა საოცარი არსებები არიან ბავშვები.
დიახ, ბავშვები - ძალიან მინდოდა ამ სამყაროში შეღწევა. ამ პატარა ადამიანების მიმართ მეტის ცოდნის წყურვილი. მათდამი სიყვარული გახდა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევის საფუძველი. სურვილი რეალობად ვაქციე. მე მასწავლებელი ვარ. მაქვს ბედნიერება ბავშვის შეცნობის სურვილი საქმედ ვაქციო. მივცე მათ სულიერი საზრდო; ჩავუყარო საფუძველი, რომ იპოვონ სწორი გზა ცხოვრებაში...დიახ, ეს ჩემი პროფესიული მიზანია, ამიტომ ბევრი მაქვს სააზროვნო და საკეთებელი...
მიიპარება დრო...
მეც ვფიქრობ, ვღელავ, მიხარია, განვიცდი... ვიცი ვისთვის ვინ ვარ და ვისთვის კიდევ ვინ... მჯერა ღვთისმშობლის წმინდა თვალების...
ბედნიერი მინდა ვიყო. ვიცი, რომ ძნელია ბოლომდე ბედნიერება. ისიც ვიცი, ,,ადამიანი ბედნიერებისთვის რომ იბადება და ამას არაფერი უარყოფს ფაქტების გარდა''...
ისევ ჩუმად მივდივარ იებთან ხელჩაკიდებული...
დრო კი მიიპარება...
13 დეკემბერი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.