error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ნათია გვილია (ზუგდიდი)
ნათია გვილია (ზუგდიდი)
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქალბატონ ნათია გვილიას მიმართვა ჩემო პატარებო!
ბედნიერების და უცილობლად მხოლოდ ბედნიერების მომტანია თქვენგან მომდინარე უსაზღვრო ენერგეტიკა. დაუშრეტელი ბავშვური ფანტაზია; ნდობითა და სიყვარულით სავსე ფართოდ გახელილი თვალების მზერა...
გმადლობ, უფალო, რომ მაპოვნინე ამ ყველაზე წმინდა და ყველაზე სათუთი პატარა ადამიანების გულისკენ მიმავალი გზა.
ჩემო კარგებო, მარტო თქვენ კი არ სწავლობთ ჩემგან საგანსა თუ ყოველგვარ ადამიანურ კეთილ საწყისებს, არამედ მერწმუნეთ, მეც თქვენგან ვსწავლობ ბევრს, ძალიან ბევრს... თქვენთან ურთიერთობა მმატებს ენერგიას, მიხალისებს სულს. თქვენი წყალობით ყოველდღიურად ვუბრუნდები ყველაზე გამორჩეულ ასაკს ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ბავშვობა ჰქვია სახელად.
გმადლობთ, ჩემო პატარებო, რომ თქვენ ბავშვურ სამყაროში მამყოფებთ. ღმერთი გამაძლიერებს, რომ გავცე სიყვარული თქვენი ბავშვური, ყველაზე წმინდა სიყვარულის საპასუხოდ.
SmileSmileSmileSmileSmileSmileSmileSmileSmileSmileSmileSmile

ფატი ნაჭყებია: ნათია, ჩემო ნათია, ( სხვაგვარად, ქალბატონოთი ნამდვილად ვერ მოგმართავთ), საოცარი ადამიანი ხართ საოცარი მასწავლებელი...მშვენიერი ქალი, დედა... შემოქმედი პიროვნება – ხასიათით, რომელთანაც ურტიერთობა საინტერსოა არა მარტო ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც...ჩემი ქეთი, რომელსაც გადაუშალეთ პირველმა დედაენა და ასწავლეთ ქართული ანბანი, დღემდე თქვენს ხსენებაშია... ძალიან დიდხანს პარალელს ავლებდა დედამისსა და თქვენს შორის და ხშირად თქვენ უფრო ავტორიტეტი იყავი მისთვის, ვიდრე ოჯახის ნებისმიერი წევრი. დღემდე უბრწყინავს თვალები თქვენი სახელის ხსენებაზე.... ეს უდიდესი ბედფნიერებაა, როცა ყოფილ მოსწავლეს ასე უყვარხართ. ბედნიერები არიან ის ბავშვები, რომელთაც ერგებათ ბედად თქვენი მეგზურობა ბავშვობის ზღაპრულ სამყაროში. წარმატებებს გისურვებთ , საოცარო პედაგოგოSmile.

რა უნდა იყოს მასწავლებლისთვის იმაზე უფრო დიდი ბედნიერება , როცა წლების შემდგომაც ასეთი გულწრფელი სიყვარულით მოგმართავენ... გმადლობ, ამ ლამაზი სიტყვებისთვის, ასეთი შეფასებისთვის... რა დამავიწყებს ჩემი პატარების, უკვე ჩემი ყოფილი აღსაზრდელების სიყვარულითა და ნდობით აღსავსე თვალების მზერას... რა დამავიწყებს ერთად მიღწეული წარმატებების სიხარულს, ერთად მოგვარებულ პრობლემებს, ერთად გატარებულ წლებს... ყოველი წუთი, დღე, წელი ყოფილიყოს შენთვის და ქეთისთვის ახალ-ახალი მიღწევების და ბედნიერების მომტანი.. მიყვარხართ!

მოდერატორი ატირდაCry CryCrySmile
22 ნოემბერი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.