error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ნოდარ სარჯველაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი
.....ეს ორი დღე ისევ ზუგდიდში გავატარე ა. ღურწკაიას გიმნაზიის მე–5 და მე–6 კლასელებთან. ჩვენ ვისუბრეთ იმაზე, რომ ცხოვრება დინებაა და მდინარის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ცხოვრების მდინარე ხან მჩქეფარედ მიედინება, ხან მდორედ, ხან ფართო კალაპოტი აქვს, ხან ვიწრო, ხან მიხვეულ მოხვეულად მიდის, ხანაც სწორ გზაზე და ვაკეზე, ხან ჭუჭყიანია და ხანაც იწმინდება.... ცხოვრების მდინარეს აქვს თავისი ნაპირი, სიღრმე.... ბავშვები ამ მეტაფორული იდეის დახატვას შეუდგნენ და ცხოვრების მდინარეზე განათავსეს სასიხარულო ამბების აღმნიშვნელი სიმბოლოები და გულისტკივილის ან სამწუხარო ამბების ნიშნები. ბავშვებმა დაასკვნეს, რომ ცხოვრება სიხარულისა და მწუხარების არენაა, ერთიც არის და მეორეც, სიხარული უნდა ამრავლო და მწუხარებას გაუმაგრდე. როცა გონებრივი შტურმით ბავშვებმა სასიხარულო ამბები ჩამოთვალეს, აღმოჩნდა , რომ სტატისტიკურად ყველაზე მეტი სიხშირით შეგვხვდა ამ გიმნაზიაში სწავლის დაწყება და ლეკვის ან სხვა ცოხალი არსების შეძენა ან საჩუქრად მიღება, ხოლო სამწუხარო ამბავად ყველაზე უფრო ხშირად დასახელდა ძაღლის დაკარგვა ან სიკვდილი. ბავშვებმა თავიანთი გამონათქვამების საფუძველზე ერთობლივად გამოიკვლიეს ის განსხვავებულობანი და მსგვასებანი, რაც მათ კოლექტივში არსებობს. ამის შემდეგ ბავშვებმა სპეციალური სავარჯიშოს მეოხებით ერთმანეთისაგან აიღეს ინტერვიუ თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ასეთი იყო ბავშვების რეფლექსია ცხოვრებაზე, იდენტობაზე, ძლიერ და სუსტ პიროვნულ მხარეებზე. ამ ტრენინგის დროს ისეთი ენერგეტიკა მივიღე ბავშვებისაგან, რომ დაღლის ნაცვლად დავისვენე.

ნოდარ ილიას ძე სარჯველაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე 1996-წლიდან დღემდე; Counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გემანულ და ფრანგულ ენებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.