error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
მაკა სამუშია
მაკა სამუშია
გავიაპრილე და "მეწერინება"
წვიმიანი ამინდია..საჩემო, ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს... ბუხართან ვზივარ, ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალურ თაღს“ ვკითხულობ. საოცარ განცდას ვგრძნობ... ზუსტად ისეთს როცა ვგრძნობ ხოლმე მაშინ, როცა „მეწერინება“, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გინდა საუბარი ან წერა საკუთარი განცდების ან დამოკიდებულების, სწორედ მაშინ იკარგებიან სიტყვები და სათანადოდ ვერ გადმოსცემ შენს სათქმელს. თითოეული სიტყვა, რომელიც გონებაში ახმაურდა, „გაცვეთილი“ და „უბრალო“ გეჩვენება. არადა წიგნს, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ ნამდვილად იმსახურებს საქებარ სიტყვებს :)
სიტყვიდან, წინადადებამდე. აბზაციდან აბზაცამდე. ერთი გვერდიდან, მეორე გვერდამდე სურვილი გაქვს ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო და იმოგზაურო პარიზში. იმოგზაურო „ტრიუმფალური თაღის“ ირგვლივ . იქ სადაც სიყვარული, სიძულვილი, სიცოცხლე, ადამუანურობა, ღალატი, სიკვდილი, ომი, ემიგრაცია, მეგობრობა ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. საერთოდ მიყვარს წიგნების კითხვა და ამიტომაც ვგრძნობ, რომ ყოველი წიგნი ახალ სურათს მაჩვენებს ხოლმე და სურვილს მიმძაფრებს იმ სამყაროში ვიხეტიალო სადაც ყველაფერს ფერება უნდა... იმ სამყაროში მაგზავნის სადაც არც არსებობენ და არსებობენ კიდევაც... სადაც სჯერათ ან სულაც საპირისპიროს გიმტკიცებენ. სადაც სძულდებათ ან უყვარდებათ... მოკლედ მე ამ სამყაროს ჩემს ბავშვობას ვეძახი. არ მინდა ზედმეტად რომანიკოსი გეგონოთ, არა, ასეთი ადამიანები არც მე მიყვარს (მიყვარდა ოდესრაც) ,მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები მოსაბეზრებელი ყოფილა. ...
და მე ვიწყებ წერას... მიჭირს... ვჩერდები, მგონია, რომ ამ წუთას სიტყვების საკმარისი მარაგი არ მაქვს იმის გადმოსაცემად და ასახსნელად რაც თქვენამდე მინდა მოვიტანო.. მოვიტანო ისეთი როგორიც ჩემს აზრებშია, ზუსტად ისეთი როგორსაც მე ვხედავ და ზუსტად ისეთი, როგორიც ამ რამდენიმე წამის წინ ვიგრძენი...
*ძნელი ყოფილა ადამიანობა და უფრო ძნელი ყოფილა „წაუქცევლად“ სიარული!.
*ძნელი ყოფილა ამტანობა და უფრო ძნელი „ამტანობის გამტანობა“!
*ძნელი ყოფილა სიყვარული და უფრო ძნელი ყოფილა ამ სიყვარულის სიყვარული!
*ძნელი ყოფილა „დაუნახაობა“ და უფრო ძნელი ყოფილა „არ დანახვის დანახვა“!
ჰო, ასეა, ძნელია ადამიანობა და უფრო ძნელი „ადამიანის ადამინად“ ჩამოყალიბება, მაგრამ ხანდახან ‘“ხავსსაც“ ეჭიდება კაცი და იმედით ცხოვრობს ცხოვრების ბოლომდე...
..... აქ ისევ ვჩერდები...
სახეზე ხელებს ვიფარებ და ცრემლებს ველოდები, ცრემლებიც მაწვალებს... არც მეცინება და არც მეცრემლება, სადღაც შუაში ვარ. რომ ვერ გამიგია ისე მივდივარ, მაგრამ მივდივარ და ვგრძნობ რომ გზაში ვარ... უნდა „გავიაპრილო“, მაგრამ ახლა თებერვალია. მარტოობაში მცივა. რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს? რატომ ცარიელდება სივრცე? და რატომ მაწუხებს ის რაც წესით არ უნდა მაწუხებდეს...
ისევ წვიმს...წკაპ წკუპ...წკაპ წკუპ... წკაპუნებენ სარკმელთან წვიმის წვეთები და თითქოს ამბავს მიყვებიან... მახსენებენ ყველა მოგონებას რომელიც მე ასე ძალიან მენატრება.... მახსენებენ იმ რეალობას რომელშიც ერთად ვცხოვრობთ :)
გარეთ გავდივარ... რაღაცნაირად ვარ, არ მეშინია. სიბნელეში გზას ჩუმად, ყრუდ და ბრმად მივუყვები...მახსენდება...მენატრება...მტკივდება...ცოტაც მეცინება და ბევრი მეფიქრება...
ვიცი, რომ არ ვართ იდეალურები, არც მე .. არც შენ... არს ის სხვები... ვიცი, რომ არც ეს რეალობაა იდეალური სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი სიყვარულია და სიყვარულისთვის არსებობაც საკმარისია... მთავარი ის ღერძია, ის სიყვარულის ღერძი რომლის გარშემოც ბრუნავს დედამიწა....მთავარი ის მთავარია, რომელსაც „ერთი სიცოცხლით და ერთი ამოსუნთქვით ვუყვარვართ“..
ისევ წვიმს... წარსულის წარსულში ხეტიალისგან შორს წავსულვარ... უკან დაბრუნება მინდა... მინდა ყველა მოგონებას ხელი ჩავჭიდო და შევფუთო ჩემთვის... მხოლოდ ჩემთვის... გინდა შენთვისაც შევფუთავ?
– მისმინე იცი? თუ გინდა , მზეს რომ ჩაეძინება, მე დამიძახე და შენთან მოვალ, სასთუმალთან ჩამოგიჯდები და ჩვენზე მოგიყვები, გაცნობიდან დღემდე თითოეულ დღეს გავიხსენებ და ფაილებადაც შევკრავ შენ თუ ისურვებ ...
– მისმინე, თუ გინდა ზღაპარს გიამბობ:) იცი ყავის მოდუღებაც შემიძლია, შემიძლია მზეს რომ ჩაეძინება, მისი მაგივრობა გაგიწიო :) მითხარი რა, რამე მითხარი ........

– „გავიაპრილოთ“...

პ.ს. ახირებული დროის შეჩერებას არ ვცდილობ, უბრალოდ სურვილი მაქვს ამ დროს გავუსწრო და დავინახო რა ხდება იქ...წინ...

„გავიაპრილეთ!“...

მადლობა უფალო !
01 თებერვალი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.