GG-ის საინფორმაციო - შემეცნებითი ცენტრი წარმოადგენს 180 კვადრატულ მეტროზე განთავსებულ თავისუფალ სივრცეს, რომლის დანიშნულებაა გიმნაზიის მოსწავლეთა და პედაგოგთათვის კომფორტული და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა. ცენტრი დაყოფილია ინდივიდუალურ სამეცადინო ზონებად, სადაც შეიძლება ინტერნეტ სერვისებით და საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობა. აქვე ხორციელდება მრავალმხრივი საპროექტო და სასწავლო შემეცნებითი საქმიანობა.
GG-ის საინფორმაციო - შემეცნებით ცენტრში ფუნქციონირებს:
- "მკითხველთა კლუბი", რომლის წევრები არიან არამარტო GG-ის, ასევე ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
- "მხარეთმცოდნეთა და ნორჩ მოგზაურთა" კლუბი, სადაც პედაგოგების დახმარებით მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურას და ისტორიას.
GG-ის შემეცნებით ცენტრს ხშირად სტუმრობენ ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.