error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ხუმრობები
gogona
-აბა ჩემი გოგო ვაჩვენოთ დედას რა კარგად გასწავლა მამიკომ თვეები?! იან... -ვარი -თებერ... -ვალი -აბა თვითონ გააგრძელე ცხოვრებავ?! -ტი, რილი, სი, ნისი, ლისი, სტო, მბერი.....
ფიზიკის პედაგოგთა საყურადებოდ
ფიზიკის პედაგოგთა საყურადებოდ
1 და 2 მარტს, ჯიჯის ყმაწვილთა კვლევით ინსტიტუტში შესდგება ილიაუნის პროფესორის - იური ბაღათურიას  კონსულტაცია რეგიონის ფიზიკის მასწავლებლებისათვის, ექსპერიმენტულ ნაწილსა და ამოცანების ამოხსნაში ..... ცნობილ საერთაშორისო კველევებსა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გამგზავრებამდე ჯიჯის საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ბატონი იური ბაღათურია 1 და 2 მარტს ჯიჯის XLAB-ში ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრას რეგიონის ფიზიკის მასწავლებლებთან ფიზიკის ექსპერიმენტულ ნაწილსა და ამოცანების ამოხსნაში. დასწრება წინასწარი შეთანხმებით,საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამდენად სასურველია დეტალებისათვის ტელეფონზე წინასწარ დაუკავშირდეთ ქალბატონებს:

ჯილდა ჯალაღონიას (577137004)
ელისო ხურცილავას (593734375).


ჯიჯის XLAB აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, მის ბაზაზე ასევე დაგეგმილია ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციონირება.

ბატონ იური ბაღათურიას ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

http://www.gg-school.ge/index.php?option=com_content&view=article&id=381%3Aiuri-baghathuria-sabunebismetyvelo-sagnebis-kathedris-khelmdzghvaneli-fizika-mathematikis-mecnierebatha-doqtori-profesori&catid=113%3Apedagogobis-kandidatebi&Itemid=436&lang=ka-GE
26 თებერვალი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.