ხუმრობები
სამი მათემატიკოსი და სამი ფიზიკოსი
სამი მათემატიკოსი და სამი ფიზიკოსი აპირებს სხვა ქალაქში კონფერენციაზე გამგზავრებას მატარებლით. ფიზიკოსებმა, როგორც წესია, აიღეს თითო ბილეთი კაცზე, ხოლო მათემატიკოსებმა ერთი ბილეთი სამივეზე. ფიზიკოსებმა გაოცება ვერ დამალეს - ეს როგორ? ერთი ბილეთით სამი კაცი როგორ იმგზავრებთო? მათემატიკოსებმა მიუგეს - თქვენ ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს "მეთოდი". როდესაც მატარებელში ჩასხდნენ, ფიზიკოსები ინტერესით აკვირდებოდნენ იმას თუ როგორ დაიძვრენდნენ მათემატიკოსები თავს. მათემატიკოსებმა, გამცილებლის შემოვლის წინ, სამივემ თავი მოიყარა ტუალეტში. როდესაც გამცილებლმა კარზე დააკაკუნა, ერთმა ბილეთი გამოაწოდა და კარი ისევ მიიხურა. გამცილებელი წავიდა. ჩატარდა კონფერენცია. ბრუნდებიან უკან. ფიზიკოსებმა, ფრთაშესხმულებმა მიღებული გამოცდილებით, ერთი ბილეთი შეიძინეს სამივეზე, მათემატიკოსებმა - არც ერთი. გაოცებული ფიზიკოსები ეკითხებიან ასე როგორ იმგზავრებთო? მათემატიკოსებმა უპასუხეს: "ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს "მეთოდი"". ჩასხდნენ ვაგონში. ფიზიკოსები ჩაიკეტნენ ვაგონის ერთ ტუალეტში, მათემატიკოსები - მეორეში. ერთი მათემატიკოსი მივიდა ფიზიკოსებთან და კარებზე დააკაკუნა. ფიზიკოსებმა კარი გამოაღეს და ერთი ბილეთი გადმოაწოდეს. მათემატიკოსმა ბილეთი გამოართვა და თავისიანებთან დაბრუნდა. მორალი: ნუ გამოიყენებ მეთოდს, თუ მისი არსი არ გესმის ბოლომდე.
რატომ GG
GG-ის მთავარი ღირსება და სახე – თითოეული მოსწავლეა. GG-ს წევრობა საამაყოა. GG-ის არ ეყოლება „ცუდი" მოსწავლეები. აქ ხაზი გაესმება არა ბავშვის ნაკლოვანებებს, არამედ მის ნიჭიერებას, დადებით თვისებებს, მათი გამოვლენისა და წახალისების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. GG-ის მოსწავლეები პრობლემურ სიტუაციებშიც კი თავს დაცულად, თავისუფლად და მხარდაჭერილად იგრძნობენ. აქ ერთ კლასში სხვა სკოლებზე ბევრად ნაკლები ბავშვი ისწავლის, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს იმუშაოს ბავშვთან ინდივიდუალურად და გაამახვილოს ყურადღება თითოეული მათგანის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. მოსწავლეები წახალისდებიან კრეატიული აზროვნებისა და შემოქმედებითი სწავლისაკენ. ინტერაქტიული მეთოდიკით, ექსპერიმენტულ კვლევაზე დაფუძნებული სწავლებით, თეორიის პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ოპტიმალური შეხამებით დაინტერესებული მოსწავლე სკოლაშივე სწავლობს გაკვეთილს. ბავშვებს რჩებათ თავისუფალი დრო, რათა არ „დაკარგონ“ ბავშვობა, ხოლო მოზარდებს არ დაამძიმებს მრავალსაათიანი საშინაო დავალებები.

GG-ს წარმატების ქვაკუთხედი მასწავლებელია- კვალიფიციური, მოტივირებული, დაფასებული, ნდობით აღჭურვილი და პასუხისმგებელი. მასწავლებელს და მოსწავლეს საუკეთესო სასწავლო გარემო აქვთ შექმნილი. ისინი არ „გარბიან“ გაკვეთილების შემდეგ. მასწავლებელს უნაზღაურდება დამატებითი საათები, რომელიც ეთმობა მოსწავლეთა კონსულტაციას, მშობლებთან შეხვედრას, თვითგანვითარებას, ბავშვებთან ურთიერთობას, შემოქმედებით პროექტებსა და პედსაბჭოებს.

GG-კარი ღიაა მშობლებისათვის, სამეცნიერო კვლევებმა გამოავლინა, რომ მოსწავლის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშობლის ჩართულობაა. მშობელთა წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვისა და მონიტორინგის ჯგუფების მუშაობაში, მათ მოემსახურება კეთილმოწყობილი მშობელთა დარბაზი სასკოლო პროცესზე ვიდეოდაკვირვების შესაძლებლობით, ფიტო - ბარითა და ინტერნეტ მისაწვდომობით, მშობელთა უნივერსიტეტი და გიმნაზიის სხვა რესურსები.

GG წინსვლაზე ორიენტირებულ ადამიანთა რჩეული გუნდია. GG-ში ყველა თანამშრომლობს, სწავლობს და ასწავლის პირადი და საკუთარი სამშობლოს წარმატებისათვის.

საკუთარი მისიის განხორციელებას და მისწრაფებას იყოს უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლების ლიდერი GG უზრუნველყოფს თანამედროვეობის შესაბამისი რესურსებითა და აქტივობებით:
- თანამონაწილეობითი მენეჯმენტი, შიდასასკოლო რეგულაციების თანამონაწილეობითი შემუშავება და განხორციელება
• პედაგოგებისა და მენეჯერების შერჩევის, შეფასების, მოტივირებისა და პროფესიული განვითარების კონკურენტული და გამჭვირვალე პროცედურები
• კათედრები საგანთა ჯგუფების მიხედვით მოწვეული წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით
• ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო: მთელი წლის განმავლობაში შენობაში ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება, გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკონტროლი, დაცვის სამსახური, გამშვებ-საკონტროლო პუნქტი
• სამედიცინო კაბინეტი, პედიატრის მომსახურება
• სტანდარტის შესაბამისი კვების ბლოკი
• დახურული სპორტული დარბაზი და ღია მოედნები
• ასაკობრივ, გენდერულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებთან მისადაგებული სისტემები და კვანძები
• რეგულარული სანიტარული ღონისძიებანი და კონტროლი
• ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ევროპული ლაბორატორიები
• მულტიმედია კაბინეტი ენების შესასწავლად
• ინტერაქტიული ტექნოლოგიითა და ინვენტარით აღჭურვილი „მომავლის“ კლას-კაბინეტები, ღია საგაკვეთილო სივრცე დაწყებითი კლასებისათვის
• საინფორმაციო ცენტრი-ბიბლიოთეკა
• გადახურული და კეთილმოწყობილი დარბაზად ტრანსფორმირებადი სივრცე დასვენების ორგანიზებისა და ღონისძიებათა ჩატარებისათვის, შიდა რადიოთი, ეკრანებით, დიჯეის ოთახითა და აპარატურით
• ბავშვთა სათამაშო ოთახი
• ოპტიმალური დღის რეჟიმი და განრიგი, გონებრივი, შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობების მოსწავლის ჯანმრთელობისათვის ოპტიმალური მონაცვლეობა
• არასაგაკვეთილო დროისა და პროცესის ეფექტური მართვა და გამოყენება მრავალმხრივი არჩევანის შესაძლებლობებით
• კლასის/ჯგუფის ოპტიმალური დაკომპლექტება საშუალოდ 15 მოსწავლის ფარგლებში
• სწავლის მოქნილი საბაზისო საფასური, რომლის შემცირება მოსწავლეს შეუძლია საკუთარი მიღწევებით (მაღალი აკადემიური შედეგები, მონაწილეობა და გამარჯვებები ოლიმპიადებსა და სხვა კონკურსებში და ა.შ.)
• საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესის ხარისხის მონიტორინგის, შეფასების, ინფორმირებისა და ოპერატიული რეაგირების სისტემა

19 თებერვალი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.