ხუმრობები
ვირი
მიხოს შვილი უცხოეთში იყო წასული სასწავლებლად. უკან დაბრუნებულს მამა ეკითხება: – აბა, შვილო, რა ისწავლე? – ცხოველების ენა ვისწავლე. – ყველა ცხოველის გესმის? – ეჭვით ჰკითხა მიხომ. – ხო, ყველასი. ამ დროს ძროხამ დაიზმუვლა. – რაო რა მინდაო? – შეეკითხა მიხო შვილს. – ახალი ბალახი მინდაო. მერე ცხენმაც დაიჭიხვინა. – ეგ რაღას ამბობს? – აქ მცხელა და ჩრდილში გადამაბითო. უცებ ქათამმა ატეხა კაკანი. – ეს კიდე წუხს, ეს რამოდენა კვერცხი დავდეო – აღარ დაელოდა შვილი მამის კითხვას. იქვე, ახლოს მეზობლის ვირმა მორთო ყროყინი. – შვილო არ დაუჯერო, არ დაუჯერო იტყუება მა ვირი))))))
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.