ჯიჯი
GG -Gurtskaya Gymnasium
უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლება ზუგდიდში
ჯიჯის დირექტორი
(2016 წლიდან)
ნინო ჭიჭინაძე
ძვირფასო მეგობრებო!
მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით „ჯიჯი“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ცვლის განვითარების ტემპს და მომავლის პროფესიები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, საგანმანათლებლო დაწესებულების სწორად შერჩევა თითოეული ოჯახისათვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებად იქცა.
რატომ ჯიჯი?
ჯიჯიში, არა მხოლოდ აკადემიური პროცესები მიმდინარეობს, არამედ, ვამზადებთ ბავშვებს - ცხოვრებისთვის!☝️
უსაფრთხო გარემო და კომფორტი
სტილური კომფორტი: პირადი მერხები, შიდა სველი წერტილები ცხელი/ცივი წყლით.
პრიორიტეტი: ჯანმრთელობა
ჯანსაღი სხეული — წარმატების საწინდარი:
პროფესიონალური სპორტული ინფრასტრუქტურა: აუზი, ფიტნეს-დარბაზი, მოედანი.
ჯანსაღი საკვები – ჯანსაღი გონება:
2-ჯერადი კვება ყველა ნორმების დაცვით.
სივრცე, სადაც სასიამოვნოა სწავლა
სწავლა პროექტული მიდგომით
თეორია და პრაქტიკა:
• მოსწავლეები ცოდნას რეალური პროექტების შექმნით ეუფლებიან;
ჯიჯი-ბაღიდან სკოლამდე:
• თანმიმდევრული აღზრდა ყველაზე პატარებიდან მოზარდებამდე;
დამატებითი განათლება:
• მრავალფეროვანი წრეები და აქტივობები ნიჭის სრულყოფილ გასაშლელად
ქართული ფესვები – ჯიჯიელის ძლიერი ფრთები!
ბავშვობიდან დიდი სცენა - ჩვენ ვქმნით ვარსკვლავებს ყოველდღიურად
ადრეული ბავშვობა ჯიჯიში
2-6 წლის პატარა ზუგდიდელები მშვენივრად გრძნობენ თავს ჯიჯი-ბაღში და პრესქულში, სადაც, ულამაზესი გარემო და პროგრამები გააზრებულადაა მორგებული პატარა ჯიჯიელების ცნობისმოყვარეობის გაღვიძებაზე, თავდაჯერებულობის განვითარებაზე და კრიტიკული აზროვნების, სოციალური და ემოციური უნარების ადრეული ასაკიდან განვითარებაზე.
პრესქული (4-6 წლისთვის) არის განვითარების ფუნდამენტური ეტაპი, სადაც ყალიბდება ტვინის 90%-ზე მეტი სინაფსური კავშირები
აქ იბადება პირველი მოთხოვნა:
"ჯიჯიში მინდა"
დირექცია
ერთსულოვანი და პროფესიონალი გუნდი ქმნის ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს მოსწავლეთა სრულყოფილი განვითარებისათვის.
დირექტორი
დამფუძნებლის წარმომადგენელი
დირექტორის პირველი
მოადგილე
მათე
კიკალიშვილი
დირექტორის მოადგილე
ინფრასტრუქტურის განვითარების დარში
ჩვენი პედაგოგები
ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის მთავარი ძალა სწორედ პროფესიონალი პედაგოგებია. თითოეული მათგანი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მათი მიზანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეების უნარების განვითარება, კრიტიკული აზროვნების გაძლიერება და მათი მომავლის წარმატებისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნა.
სწორედ ამ ბრწყინვალე გუნდის თავდადება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩვენი ჯიჯის წარმატებას.
ნინო ჭიჭინაძე
ბიოლოგია
თამარ არდია
ინგლისური ენა
ხათუნა პერტია
ისტორია
ინგა შამუგია
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ნათია ნადარაია
ქართული ენა
ლაიმა შანავა
რუსული ენა
ოთარ გუგუჩია
ფიზიკა-მათემატიკა
მაია გულორდავა
მათემატიკა
ნანა ნოდია
მუსიკა
კესო კუკავა
მათემატიკა
მზია ჩიქობავა-ხუბულავა
ინგლისური ენა
ნუნუ (ბაია) ლატარია
დაწყებითი განათლება
ქეთი გოგია
ქართული ენა და ლიტერატურა
ილონა დარასელია
ინგლისური ენა
მირანდა ნანეიშვილი
გერმანული ენა
მართა ქარჩავა
მათემატიკა
შორენა გაგუა
ქიმია
ეკატერინე გერზმავა
ბუნება
ტუტორი
სოფო თაკალანძე
დაწყებითი კლასი
ტუტორი
თამარ ფაცურია
დაწყებითი განათლება
ტუტორი
სოფო შარია
დაწყებითი განათლება
ტუტორი
თამარ ანთია
რუსული ენა
ტუტორი
ნანა ჯაბურია
გეოგრაფია
ეკა ჩანგელია
ხელოვნება
რაულ ზარანდია
ფიზკულტურა და სპორტი
ნინო საბახტარაშილი
ქორეოგრაფია
თამარ ნაჭყებია
მათემატიკა
სალომე ჯიქია
ტუტორ-დამრიგებელი
ჯიჯის წარმოშობის ისტორია
🏛️ „ჯიჯი" (GG) დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს.
ჯიჯი შეიქმნა გაუქმებული, ყოფილი მე-7 საშუალო სკოლის ტიპური შენობის ბაზაზე. რეკონსტრუქციისა და მიშენების შედეგად, შენობის საერთო ფართი გასამმაგდა და დღეს 3 416,58 კვ.მ-ს შეადგენს.
„ჯიჯი" არის უცხოეთში, საგანმანათლებლო დარგში მოღვაწე ქართველის, ბატონი ჯიმშერ ღურწკაიას საინვესტიციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად შესრულებულია.
ჯიჯიმ საგანმანათლებლო ფუნქციონირება 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო, რასაც წინ უძღოდა:
✅ შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
✅ ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება
✅ აკრედიტაციის მიღება
✨ სახელწოდების ისტორია
ჩვენი სახელწოდების უკან დგას პატივისცემა და ოჯახური ღირებულებები. დამფუძნებლისთვის პრინციპული იყო, რომ სკოლას ეტარებინა მამამისის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ბატონი ალექსანდრე ღურწკაიას სახელი.
სახელწოდების შერჩევისას განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი: „წიგნიერი", „პირველი", „გელათი", „ღურწკაიას გიმნაზია" და სხვა...
პრიორიტეტული ვარიანტი იყო „ღურწკაიას გიმნაზია" (ინგლისურად: Gurtskaya Gymnasium). სწორედ ამ სახელწოდებიდან აღებული პირველი ასოების (GG) ქართულმა ჟღერადობამ ჩამოყალიბა „ჯიჯი".
ეს მოკლე, ორთანხმოვანი სიტყვა, თავდაპირველად მშენებლებმა აიტაცეს და მოფანტეს ჩვენს პატარა ქალაქში, რის შემდეგ სახელწოდების სხვა ვარიანტებს აზრი დაეკარგა. „ჯიჯი" სწრაფად გახდა სკოლის განუყოფელი ბრენდი. ბავშვები სიამოვნებით და სითბოთი წარმოთქვამენ „ჯიჯიში მინდა"- ს, და ეს სწორედ ის ემოციაა, რასაც ვქმნით ჩვენ. 💙
... თუმცა ჯიჯის ირგვლივ ხშირად ისმის მისი სახელწოდების საინტერესო გამარტებებიც. მაგალითად, არის გავრცელებული მოსაზრება, რომ „ჯიჯი“ მომდინარეობს მეგრული სიტყვიდან — „ჯიჯი“-დან, რომელიც „დიდ ბიძას“, ანუ ბაბუის ძმას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია არ შეესაბამება სიმართლეს, ჩვენ სიამოვნებით ვუშვებთ ასეთ ლეგენდასაც: თუ ზოგიერთს, „ჯიჯი“, „დიდი ბიძასთან“ უასოცირდება — ეს მშვენიერია! 😊
სწავლა ჯიჯიში
დღის განრიგი
ჯიჯიში სასწავლო დღე 9:00 საათიდან 16:45 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს. საგაკვეთილო პროცესი სრულდება 15:00 საათისთვის, ხოლო დარჩენილი 1 სთ და 45 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ ე.წ. გახანგრძლივებული პროგრამა. აღნიშნულ პერიოდში ჯიჯიელები ამზადებენ მომდევნო დღის საშინაო დავალებებს შესაბამისი ტუტორის, ან მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ.
ასევე, ჯიჯიელებს აქვთ ალტერნატივა, რომ ეს დავალებები, ნაწილობრივ ან სრულად, შეასრულონ შინ, ხოლო გახანგრძლივებული პროგრამის დრო დაუთმონ მათთვის საყვარელ კლუბს, დამატებით წრეს, სხვა და სხვა აქტივობებს, ან საგნის კონკრეტულ მასწავლებელთან მეცადინეობას.
საუკეთესო პედაგოგები
ჯიჯი“ ამაყობს ძლიერი და მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგიური გუნდით. ჩვენს სკოლაში მუშაობენ პედაგოგის უმაღლესი და პირველი კატეგორიის მქონე, სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი აკადემიური ხარისხები (ბაკალავრი, მაგისტრი და უფრო მაღალი საფეხურები) და აქვთ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. ისინი რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, მონაწილეობენ ტრენინგებში, კონფერენციებსა და საგნობრივ პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოსწავლეებს შესთავაზონ თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება. სწორედ მათი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ბავშვების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება გვაძლევს საფუძველს დავაფიქსიროთ – კერძო სკოლა „ჯიჯი“-ში მართლაც მუშაობენ საუკეთესო პედაგოგები.
განათლების სრული მოქნილობა
მე-4 კლასიდან მშობლებს შეუძლიათ ბავშვის სწავლების მიმართულების თავისუფლად შეცვლა. ჩვენთან პროგრამა არ იკარგება — ძირითადი საგნები რჩება, მაგრამ სურვილისამებრ შესაძლებელია ფოკუსი გადავიტანოთ კონკრეტულ მიმართულებაზე, მაგალითად მათემატიკაზე ან ბიოლოგიაზე. ეს შესაძლებლობა აძლევს თქვენს შვილს სწავლის პროცესში სრულ კონტროლს და ინტერესების მიხედვით განვითარებას.
დამატებითი პროგრამები
ჯიჯი უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას და ასევე აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, სურვილისამებრ ჩაეწერონ ფაკულტატივებზე. ყველაზე პოპულარულ სექციებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ენობრივი მიმართულება, სადაც ბავშვები სწავლობენ ინგლისურს, გერმანულსა და რუსულს.
ჯიჯიში მიღების წესები
76-მა ჩვენმა კურსდამთავრებულმა სწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში განაგრძო ან უკვე დაასრულა.
მათ შორის 18 — სამედიცინო მიმართულებით!
ჯიჯი ორიენტირებულია მცირე ზომის კლასებზე — თითოეულ კლასში სწავლობს 15–20 მოსწავლე. სწორედ ამიტომ, ჩვენს სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მასწავლებლისგან მაქსიმალური ყურადღება და მხარდაჭერა.
ჩვენს შესახებ!
ჯიჯი – ინოვაციური სკოლაა, რომელიც ხელმძღვანელობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ქართული პროგრამით.
ჩვენი მიზანია, ეროვნული სტანდარტების მიღწევის პარალელურად, განხორციელდეს სკოლის საკუთარი ხედვა, მისია და სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი მიზნები, განსაკუთრებით მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისა და აქტიური, გლობალური მოქალაქეების ფორმირების მიმართულებით.
სწავლება ჩვენს სკოლაში ხორციელდება თანამედროვე მეთოდებით, მათ შორის პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით, რაც სწავლების პროცესს მრავალფეროვანს და ინტერაქტიურს ხდის.
ჯიჯი უზრუნველყოფს უსაფრთხო, მოტივირებულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, სადაც პრიორიტეტი მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტიური და სოციალური უნარების განვითარებაა.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები ეუფლებიან ორ უცხოურ ენას, ხოლო საბაზო საფეხურზე მესამეს.
რეგულარულად ინიშნება ექსკურსიები და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელიც აფართოებს მოსწავლეების გამოცდილებას.
სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით..
ჩვენი მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი, ჯანსაღი კვებით.
კერძები მზადდება „ჯიჯის“ კვების კომბინატში, სრულად დაცული სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტებით, რაც გარანტია ხარისხიანი, დაბალანსებული და ჯანსაღი კვების.
ხშირად დასმული კითხვები
აქ შევკრიბეთ მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ: ჯიჯიში მიღების წესები; აღმზრდელობითი მიდგომები; სასწავლო პროცესი; ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თქვენი შვილის უსაფრთხოებას და სწავლას უკავშირდება.
2026-2027 სასწავლო წლისთვის, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება აქვთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ვინაიდან თქვენი გოგონა 5 წლისაა, სავარაუდოდ, მისი ჯიჯიელობა ოდნავ მოგვიანებით დადგება.
ჩვენ კი მზად ვართ, უკვე ახლა შეგხვდეთ თქვენ (მშობელთა გასაუბრებაზე), რათა გაგაცნოთ სკოლის ღირებულებები და მომავალში თქვენი შვილის ინტეგრაცია მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ❤️
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შეხვედრის დასაგეგმად.
ყველა ფოტო, ტექსტი და ვიდეომასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს და გამოყენებულია სადემონსტრაციოდ.
გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს კონტენტი კომერციული მიზნებისთვის!
პატივისცემით, თქვენი „ჯიჯი"!
© 2026 «GG-ჯიჯი»