გამოცხადებულია კონკურსი ჰიმნის შექმნაზე
GG აცხადებს კონკურს გიმნაზიის ჰიმნის შექმნაზე, რომლის ტექსტი უნდა ასახავდეს შემდეგ კონცეფციას და სასურველია შემდეგ ფრაზებს:
GG მომავლის სკოლა, GG-ს წევრობა საამაყოა, ქართული, ევროპული, ძალა ერთობაშია, სამშობლო, ბუნების სწავლა და მოვლა, ელიტურობა, მომავალი იწყება დღეს!
სასურველია ჰიმნის სრული ვარიანტის წარმოდგენა.
ასევე განხილულ იქნება ჰიმნის ტექსტის ან მუსიკის დამოუკიდებელი ვარიანტებიც
საუკეთესო ჰიმნისთვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით
კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას არ მიანიჭონ გამარჯვება არცერთ წარმოდგენილ ჰიმნის ვარიანტს.
ამ შემთხვევში განიხილება ჰიმნის ტექსტის და მუსიკის დამოუკიდებელი ვარიანტები, რომელთაგან საუკეთესოთათვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 500-500 ლარის ოდენობით.
თქვენი წინადადებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე:info@gg-school.ge

23 დეკემბერი, 2011 წ.
ბეჭდვა