ისტორია
გიმნაზია დაფუძნდა შპს „რეზონანსი-საქართველოს“ მიერ  2011 წლის 20 სექტემბერს, გაუქმებული, ყოფილი მეშვიდე საშუალო სკოლის ტიპური შენობის ბაზაზე და არის
ჯიმშერი ალექსანდრეს-ძე ღურწკაიას საინვესტიციო პროექტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. კერძო საკუთრებაა.
GG-მ ფუნქციონირება დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლიდან, აკრედიტაციის მიღების და რეანიმირებული ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების შედეგად. 

გიმნაზია პატივს მიაგებს და გააგრძელებს აღნიშნული სკოლის საუკეთესო ტრადიციებს.
ამასთანავე, გიმნაზია შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ახალ თაობას ჩაერთონ პრინციპულად ახალი, 21-ე საუკუნის შესაბამისი სასწავლებლის შექმნა-ფუნქციონირებაში და ღირსეულად ჩაეწერონ სასწავლებლის ახალ მატიანეში.

19 თებერვალი, 2013 წ.
ბეჭდვა