სასწავლო გეგმა

სასკოლო  სასწავლო გეგმა

 

2022-2023

 

შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის  სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილები :

 

1.  ჯიჯი გიმნაზიის ხედვა და  მისია;

 

2.  სასწავლო პროცესის ორგანიზება და ძირითადი პრინციპები;

 

3.  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

4.  ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

5.  ჯიჯი გიმნაზიის სასკოლო საათობრივი ბადე;

6.  სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად;

7.  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა/ჩარჩო სსსმ მოსწავლეთათვის;

8.  მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება;

  1. სადამრიგებლო პროგრამა/პროგრამები;

10. პროფორიენტაცის შეხვედრები და განრიგი;

11. სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები;

12. არჩევითი საგნები და გიმნაზიის პროექტები

მუხლი 1. შესავალი

  1. შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის (შემდგომი- ჯიჯი გიმნაზია) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N84 დადგენილებას.

 

  1. სასკოლო სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ჯიჯი გიმნაზია ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომლის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი.

 

ამ მიზნით ჯიჯი  გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმა:

 

ა) შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის   მისიისა და პრიორიტეტების შესაბამისად აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ საათობრივ დატვირთვას;

 

ბ) შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის მისიისა და პრიორიტეტების შესაბამისად განსაზღვრავს დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას;

 

გ) შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის მისიისა და პრიორიტეტების შესაბამისად გეგმავს სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 

მუხლი 2.  შპს  ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის   ხედვა და მისია

  1. ჯიჯი გიმნაზიის ხედვას წარმოადგენს უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, პროფესიონალთა გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებით, ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში.

 

  1. ჯიჯი  გიმნაზიის მისიაა მოსწავლეებს მისცეს თანამედროვე და მომავლის მოთხოვნების შესაბამისი მრავალფეროვანი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების, ისეთი აკადემიური განათლება, რომელიც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

მისიის მისაღწევად გიმნაზია:

 

ა) ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს;

 

ბ) ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას;

გ) ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას;

 

დ) ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე;

 

ე) მოიძიებს და სასწავლო პროცესში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;

 

ვ) მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს;

 

ზ) ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;

 

თ) ქმნის საპროექტო პროგრამებს და სხვადასხვა პროექტების განხორციელებით მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე.

 

მუხლი 3.  სასწავლო პროცესის ორგანიზება და ძირითადი პრინციპები

 

  1. ჯიჯი  გიმნაზიაში სასწავლო პროცესი მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს  თორმეტწლიან სწავლებას:

 

ა) დაწყებითი საფხური I-VI;

ბ)  საბაზო საფეხური - VII-IX  კლასები;

ბ) საშუალო საფეხური   X-XII კლასები

სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების ორივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.

 

 

დაწყებითი საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

 

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

 

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

 

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

 

დ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

 

საშუალო საფეხურის ამოცანებია

ა) შეუქმნას მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სასკოლო მისიით აღიარებული იდეალების მიღწევის პირობები.

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მისაღებად.

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები, რათა მან სწორად აირჩიოს მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, თუ ჩაებას შრომით საქმიანობაში)

მოსწავლეთა რაოდენობა

ჯიჯი-გიმნაზიაში, კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია -22 მოსწავლით.

 


მუხლი  6. სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2022 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების - 2023 წლის 15 ივნისი, გარდა I და XII კლასისა;

3. XII კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 19 მაისი;

4. I კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 25 მაისი;

5. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2022 წლის 29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2023 წლის 16 იანვარს;

6. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

დ)გიმნაზიის 2022—2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარში ცვლილებას  განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

 


სახელმწიფო დასვენების დღეები:

14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა;
23 ნოემბერი - წმინდა გიორგის ხსენების დღე;
19 იანვარი - ნათლისღება;
3 მარტი - დედის დღე;
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი - სამშობლოსთვის თავდადებულთათვის ხსენების დღე;
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

მუხლი 7. გაკვეთილების და შესვენების ხანგრძლივობა

 

  1. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც ჯიჯი გიმნაზიამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.

 

 

  1. გაკვეთლებს შორის შესვენება - 5 წუთი.  მეორე-მესამე გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განსაზღვრულია  5 წუთი + 25 წუთი (კვება),   მეხუთე -მეექვსეე  გაკვეთილებს შორის 5 წუთი + 25 წუთი (კვება)

 

 

გაკვეთილი/

აქტივობა

დაწყება

დასრულება

I-გაკვეთილი

09.15.

10.00.

II-გაკვეთილი

10.05.

10.50.

შესვენება/კვება

10.50.

11:20. -30 წუთიანი

III-გაკვეთილი

11:20.

12:05.

IV-გაკვეთილი

12.10

12.55.

V-გაკვეთილი

13:00.

13:45.

შესვენება/კვება

13:45.

14:15. - 30 წუთიანი

VI -გაკვეთილი

14:15.

14:55.

VII-გაკვეთილი

15:00.

15:40.

VIII-გაკვეთილი

15:45.

16:30

 

მუხლი 9. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა.

 

1.  ჯიჯი გიმნაზიაში ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია პროექტული სწავლების ფორმით:

 

ჭადრაკი - 2022- 2023 სასწავლო წლიდან  II კლასში

ქართული ცეკვა- I -  VII  კლასებში

სპორტი/ცურვა -I -  VII  კლასებში

რუსული ენა -III –IV

ინგლისური- I კლსში--   (  დამატებითი  კვირაში- 3 საათი )

გერმანული -  V-IX

დამატებითი აბიტურ საათები XII  ქართული

 

 

ჭადრაკი შეთავაზებულია II- კლასებში, ქართული ცეკვა I-V კლასებში, რუსული ენა III-კლასებში, 2022/23 სასწავლო წლიდან გერმანული V, VII, IX და X კლასებში დონეების მიხედვით.

 

 

 

ჯიჯი გიმნნაზია ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია ფაკულტატურის  ტუტორ/დამრიგებლის  მომსახურების სახით.

 

ჯიჯი გიმნაზიაში კლუბი იქმნება იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ კლუბში (ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად) გაწევრიანების     სურვილი გამოთქვა  8 მოსწავლემ;

კლუბში მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების უფლება აქვს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორს;

 

 

მუხლი 11. სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად;

 

  • ჯიჯი გიმნაზია უზრუნველყოფს  არსებული რესურსების ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის;
  • ჯიჯი გიმნაზიას შემუშავებული აქვს და მოსწავლეებს აცნობს  არსებული რესურსებით სარგებლობის წესებს;
  • ჯიჯი გიმნაზიის  საგანმანათლებლო რესურსებია:

ა) ბიბლიოთეკა;

ბ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები;

გ) დამხმარე ლიტერატურა;

დ) კომპიუტერული ლაბორატორია;

ე) ჭკვიანი დაფა (სმარტ დაფა)

ვ) საგნობრივი ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები (ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის და სხვა.);

ზ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვა);

ზ) გარე რესურსები (ბუნებრივი გარემო, ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, თეატრი და სხვა). გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოები არჩეულია საგნობრივი კათედრების მიერ და დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.

სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული

სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეების და საგნების მიხედვით

პირველი კლასი

N

საგანი

ავტორი

 

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე

მერიდიანი

მოსწავლის რვეული

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

 

3

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი

ბაკურ სულაკაური

 

4

ინგლისური ენა

NEW BUILDING BLOCKS 1

ბაკურ სულაკაური

 

5

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

6

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

 

მეორე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

 

1

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე

მერიდიანი

 

 

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

 

 

3

ინგლისური ენა

NEW BUILDING BLOCKS 2

ბაკურ სულაკაური

 

4

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი

ბაკურ სულაკაური

 

5

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

6

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

 

მესამე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითიმასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე

მერიდიანი

ბელა სარია ,,ტესტები”

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

 

3

ინგლისური ენა

NEW BUILDING BLOCKS 3

ბაკურ სულაკაური

4

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი

ბაკურ სულაკაური

 

5

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

6

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

к

Русский язык დ1

Მ. Ბარსეგოვა

ოცდამეერთე

Mw m

Მე და საზოგადოება

ნ.ტალახაძე

Შპს სიდი

მეოთხე კლასი

 

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე

მერიდიანი

მოსწავლის რვეული

ქართული ენა

მე-4 კლასი

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე,

ინტელექტი

 

3

ინგლისური ენა

NEW BUILDING BLOCKS 4

ბაკურ სულაკაური

 

4

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი

ბაკურ სულაკაური

 

5

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

6

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

რუსული ენა

Ქ.Შოშიაშვილი

 

მ.Ლორთქიფანიძე

პლიო არტანუჯი

Лордкипанидзе М. Русский язык ს1

7

მე და საზოგადოება

ნ.ტალახაძე

შპს სიდი

 

მეხუთე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

1.ქართული ენა (მოსწავლის წიგნი)

2.ქართული ლიტერატურა (მოსწავლის წიგნი)

3.ქართული

(სამუშაო რვეული)

ვ.როდონაია

 

Ა.არაბული

Ნ.კუდაშვილი

მ.ხუციშვილი

“სწავლანი”

,,ნამდვილი და მოგონილი ამბები“ მე-6 კლასი

ტესტების კრებული

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

 

3

ინგლისური

NEW BUILDING BrIDGES 5

ბაკურ სულაკაური

 

4

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი

ბაკურ სულაკაური

 

5

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

6

სახვითი და გამოყ. ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი,

ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

Რუსული. Მე- 5 კლა

 

Русский язык ს1

Ქ.Შოშიაშვილი

 

მ.Ლორთქიფანიძე

Კლიო

 

არტანუჯი

8

ჩვენი საქართველო

რ.თოფჩიშვილი

ე.მეძმარიაშვილი

ნ.ელიზბარაშვილი

კლიო

 

9

ისტ - ინფორმაციული  საკომუნიკაციო

ნ.ჯამასპიშვილი

დიოგენე

 

 

მეექვსე კლასი

 

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია

სწავლანი

 

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე,

ინტელექტი

 

ინგლისური ენა

NEW BUILDING BRIDGES 6

ბაკურ სულაკაური

 

4

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი

ბაკურ სულაკაური

 

5

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

6

სახვითი და გამოყენე ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

7

რუსული ენა

Кетеван Шошиашвили “Русский язык. Класс 6”

კლიო

 

8

ჩვენი საქართველო

მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე,

ლოგოს პრესი

 

9

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ნ.ჯამასპიშვილი

დიოგენე

 

 

მეშვიდე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატყრა

როდონაია

შპს „სწავლანი“

 

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

3

ინგლისური ენა

NEW BUILDING BRIDGES 7

ბაკურ სულაკაური

 

4

ისტორია

მზია სურგულაძე ვლადიმირ კეკელია

ლოგოს პრესი

 

5

გეოგრაფია

მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია,

დ.კერესელიძე

ბაკურ სულაკაური

მოსწავლის რვეული

6

ფიზიკა

 

ქანთარია, ჩიჩუა

კლიო

 

7

რუსული ენა

Кетеван Шошиашвили “Русский язык. 7 класс”

კლიო

 

8

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

9

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი,

ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

ბიოლოგია

სეხნიაშვილი

კლიო

 

გერმანული-   Wir neu 1.1 სამუშაო რვეულებითურთ

 

 

 

მოქალაქეობა

Მაია გოგალაძე, ეკა სიმსივე, მანანა ჯინჭარაძე

კლიო

 

მერვე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

როდონაია

შპს „სწავლანი“

 

2

მათემატიკა

9

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

მათემატიკა(I,II ნაწილი)თოფურია, ხოჭოლავა, მაჭარაშვილი.

ზოგადი უნარები ყურაშვილი

3

ინგლისური ენა

Right on! 3

ჯაფარიძე-9

ბაკურ სულაკაური

 

4

რუსული ენა

Русский язык. 8-ой класс. Автор адаптации Меги Коберидзе

სულაკაური

5

ისტორია

მზია სურგულაძე ვლადიმირ კეკელია

Ლოგოს პრესი

 

6

 

გეოგრაფია

ზურაბ ლაოშვილი, ნათელა ძანაშვილი-ყანჩაშვილი,

საგა  - საქართველოს აკადემური გამომცემლობა

მოსწავლის რვეული, ზურაბ ლაოშვილი, ნათელა ძანაშვილი-ყანჩაშვილი, საგა  - საქართველოს აკადემური გამომცემლობა

7

ფიზიკა

ლორია, ქემოკლიძე

ფოტონი

ქიმია

თ. ბუთხუზი. ს. ფაცაცია. თ. ხატისაშვილი. მ. კუჭუხიძე

საქართველოს მაცნე

9

ბიოლოგია

სეხნიაშვილი

კლიო

 

10

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

11

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

12

მოქალაქეობა

ს.ბაჩილავა

დ.ლოსაბერიძე

დიოგენე

 

 

ეცხრე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

ამომცემლობა

1

1.ქართული ენა და ლიტერატურა

2.ქართ.ენა

მენაბდე, ფურცელაძე,

„სულაკაური“

Დამატებითი მასალა:

2

მათემატიკა-9

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

ინტელექტი

დამატებითი მასალა:

3

ინგლისური ენა

Tune up! 2

..სულაკაური “

4

რუსული ენა

Русский язык/ 9-ый класс. Მეგი კობერიიძე

სულაკაური

ისტორია

მზია სურგულაძე ,ვლადიმირ კეკელია

Ლოგოს პრესი

6

გეოგრაფია

მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია

ბაკურ სულაკაური

მოსწავლის რვეული,

7

ფიზიკა

ქანთარია, ჩიჩუა

კლიო

8

ქიმია

თ. ბუთხუზი. ს. ფაცაცია. თ. ხატისაშვილი.

საქართველოს მაცნე

 

9

ბიოლოგია

სეხნიაშვილი

კლიო

 

10

სამოქალაქო განათლება

ს.ბაჩილავა

დ.ლოსაბერიძე

დიოგენე

 

11

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

12

მუსიკა

მ.ჩიკვაიძე

ინტელექტი

 

 

საშუალო საფეხურის გრიფირებული სახელმძღვანელოები

 

მეათე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

Ფურცელაძე, მენებდე , ფურცელაძე

სულაკაურის გამომცემლობა

Სულაკაურის გამომცემლობა

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

მათემატიკა(I,II ნაწილი)თოფურია, ხოჭოლავა, მაჭარაშვილი.

მათემატიკა ღვაბერიძე

3

ინგლისური ენა

Tune up!

 

სულაკაური

4

რუსული ენა

Русский язык/ 9-ый класс. მეგი კობერიიძე

სულაკაური

5

ისტორია

ნ.ასათიანი,

ბაკურ

 

 

 

მ.ლორთქიფანიძე

სულაკაური

 

6

გეოგრაფია

მ.ბლიაძე,

გ.ჭანტურია

ბაკურ სულაკაური

მოსწავლის რვეული

 

7

ფიზიკა

ქანთარია, ჩიჩუა

მერიდიანი

 

 

8

ქიმია

თ. ბუთხუზი. მ.კუჭუხიძე. ს.ფაცაცია თ . ხატისაშვილი

გამომც. ,,საქართველოს მაცნე"

 

 

9

ბიოლოგია

ზაალიშვილი, იოსებაშვილი

საგამომცემლო სახლი „ტრიასი“

 

 

10

სამოქალაქო განათლება

Ს.ბაჩილავა

დ.ლოსაბერიძე

დიოგენე

 

 

11

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი,

ნ.სილაგაძე

მერიდიანი

 

 

მეათე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი

მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

მუზაშვილი

დიოგენე

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

მათემატიკა(I,II ნაწილი)თოფურია, ხოჭოლავა, მაჭარაშვილი.

მათემატიკა ღვაბერიძე

3

ინგლისური ენა

Tune up!

 

სულაკაური

4

რუსული ენა ს 5

Რევია მ.

დიოგენე

 

5

ისტორია

ნ.ასათიანი,

ბაკურ

 

 

 

მ.ლორთქიფანიძე

სულაკაური

 

6

გეოგრაფია

მ.ბლიაძე,

გ.ჭანტურია

ბაკურ სულაკაური

 

 

7

ფიზიკა

ქანთარია, ჩიჩუა

მერიდიანი

 

 

8

ქიმია

თ. ბუთხუზი. ს. ფაცაცია. თ. ხატისაშვილი. მ. კუჭუხიძე

გამომც. „საქართველოს მაცნე“

 

 

9

ბიოლოგია

ზაალიშვილი, იოსებაშვილი

საგამომცემლო სახლი „ტრიასი“

 

 

10

სამოქალაქო განათლება

Ს.ბაჩილავა

დ.ლოსაბერიძე

დიოგენე

 

 

 

 

 

მეთერთმეტე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა რესურსები:

1

ქართული ენა და ლიტერატურა

მუზაშვილი

დიოგენე

 

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია

ინტელექტი

 

 

3

ინგლისური ენა

Gateway B1

 

მაკმილანი

 

 

4

რუსული ენა

მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე და თამარ ჩიმაკაძე

„რუსული ენა V დონე“

5

ისტორია

ნ.ასათიანი, მ.ლორთქიფანიძე

ბაკურ სულაკაური

6

გეოგრაფია

მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია

ბაკურ სულაკაური

7

ფიზიკა

ქანთარია, ჩიჩუა

მერიდიანი

8

ქიმია

Ანდრონიკაშვილი, გულაია

გამომც. „კლიო“

9

ბიოლოგია

ზაალიშვილი, იოსებაშვილი

საგამომცემლო სახლი „ტრიასი

შპს „სიდი“

 

 

მეთორთმეტე კლასი

 

N

საგანი

ავტორი

გამომცემლობა

დამატებითი მასალა/რესურსი :

1

ქართული ენა და ლიტერატურა

მუზაშვილი

დიოგენე

 

2

მათემატიკა

გოგიშვილი, ვეფხვაძე,

 

მებონია

ინტელექტი

 

 

3

ინგლისური ენა

Activate B1+

მაკმილანი

 

 

4

რუსული

Მ. Ლორთქიპანიძე  ს6

არტანუჯი

 

 

5

ისტორია

ნ.ასათიანი,მ.ლორთქიფანიძე

ბაკურ სულაკაური

 

 

10

სამოქალაქო  უსაფრთხოება

ნ.ტალახაძე,თ.ქალდანი

შპს „სიდი“

 

შპს ალექსანრე ღურწკაიას გიმნაზია -ჯიჯი

2022-2023 საწავლო წლის I სემესტრის შემაჯამებლის ჩატარების განრიგი

V კლასი

საგანი

წლიური რაოდენობა

რაოდენობა

II სემესტრში

ქართული ენა და ლიტერატურა

5

5

მათემატიკა

6

6

უცხოური ენა -ინგლისური

4

4

უცხოური ენა - რუსული

3

3

უცხოური ენა-გერმანული

1

ისტორია

3

3

ბუნებისმეტყველება

4

4

ი.ს.ტ

2

2

სახ. და გამოყ. ხელოვნება

2

2

მუსიკა

2

2

ფიზიკური აღზრდა და სპორტი

1

VII კლასი :

საგანი

წლიური რაოდენობა

რაოდენობა

I სემესტრში

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

ქართული ენა და ლიტერატურა

6

2

10

01.12.2022

მათემატიკა

4

2

09.12.2022

უცხოური ენა ინგლისური

5

2

07. 12.2022

უცხოური ენა - რუსული

5

2

15. 12.2022

უცხოური ენა-გერმანული

1

ისტორია

4

2

05.12.2022

სამოქალაქო განათლება

5

2

07.12.2022

გეოგრაფია

4

2

29.11.2022

ბიოლოგია

5

2

24.11.2022

ფიზიკა

3

1

02. 12.2022

სახ. და გამოყ. ხელოვნება

3

1

მუსიკა

3

1

ფიზიკური აღზრდა და სპორტი

2

1

IX-კლასი :

საგანი

წლიური რაოდენობა

რაოდენობა

I სემესტრში

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

ქართული ენა და ლიტერატურა

5

2

20.10. ანალიზითურთ

28.11.2022

მათემატიკა

6

2

20.10. ანალიზითურთ

01.12.2022

უცხოური ენა -ინგლისური

5

2

30.ოქტომბერი

02. 12.2022

უცხოური ენა - რუსული

3

1

 

15.11.2022

უცხოური ენა - გერმანული

1

 

ისტორია

4

2

 

05.12.2022

სამოქალაქო განათლება

4

1

 

06.12.2022

გეოგრაფია

4

2

 

29.11.2022

ბიოლოგია

5

2

 

17.11.2022

ფიზიკა

2

1

 

30.11.2022

ქიმია

4

2

 

24.11.2022

სახ. და გამოყ. ხელოვნება

2

1

 

მუსიკა

3

1

30.ოქტომბერი

ფიზიკური აღზრდა და სპორტი

5

2

 

25.11.2022

X-კლასი:

საგანი

წლიური რაოდენობა

რაოდენობა

I სემესტრში

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

ქართული ენა და ლიტერატურა

9

4

20.10.

07.11.2022

28.11.2022

14.12.2022

მათემატიკა

6

4

20.10. ანალიზითურთ

14.11.2022

28.11.2022

22.12.2022

უცხოური ენა -ინგლისური

5

2

20.10.

02. 12.2022

უცხოური ენა - რუსული

5

2

 

15.11.2022

უცხოური ენა გერმანული

1

 

ისტორია

5

2

 

05.12.2022

საქართველოს ისტორია

2

1

 

სამოქალაქო განათლება

5

2

 

06.12.2022

გეოგრაფია

5

2

 

21.11.2022

ბიოლოგია

5

2

 

17.11.2022

ფიზიკა

5

2

 

30.11.2022

ქიმია

5

2

 

22.11.2022

სახ. და გამოყ. ხელოვნება

1

 

მუსიკა

1

 

ფიზიკური აღზრდა და სპორტი

1

 

არჩევითი

 

XI -კლასი:

საგანი

წლიური რაოდენობა

რაოდენობა

I სემესტრში

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

ქართული ენა და ლიტერატურა

9

4

20.10.

10.11.2022

24.11.2022

22.12.2022

მათემატიკა

10

4

20.10.

15.11.2022

29.11.2022

27.12.2022

უცხოური ენა -ინგლისური

5

2

20.10

05. 12.2022

უცხოური ენა - რუსული

5

2

20.10.

09.11.2022

ისტორია

5

2

20.10.

07.12.2022

გეოგრაფია

5

2

 

01.12.2022

ბიოლოგია

5

2

 

22.11.2022

ფიზიკა

5

2

 

06. 12.2022

ქიმია

5

2

 

01.12.2022

არჩევითი:

2

1

 

 

XII-კლასი:

საგანი

წლიური რაოდენობა

რაოდენობა

I სემესტრში

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

ქართული ენა და ლიტერატურა

7

3

20.10. ანალიზითურთ

21.11.2022

24.11.2022

19.12.2022

მათემატიკა

8

4

20.10. ანალიზითურთ

03.11.2022

24.11.2022

22.12.2022

უცხოური ენა -ინგლისური

5

3

20.10.

18.11.2022.

09. 12.2022

უცხოური ენა - რუსული

4

2

 

09.11.2022

ისტორია

2

1

 

07.12.2022

სამოქალაქო თავდაცვა

1

1

 

არჩევითი:

1

 

 

მუხლი 12. ინკლუზიური განათლების კონცეფცია

 

  1. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

 

  1. ჯიჯი გიმნაზია იზიარებს ინკლუზიური განათლებისადმი განათლების სისტემის მიდგომას და გააჩნია მისი განხორციელებისათვის შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსი, რითაც შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სსსმ მოსწავლის ჩართვა სხვა მოსწავლეებთან ერთად.
  2. ჯიჯი გიმნაზიაში, სსსმ მოსწავლე განისაზღვრება ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც სსსმ მოსწავლედ მიჩნეულია მოზარდი „რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, სწავლის დროს აქვს სიძნელეები და საჭიროებს დამატებით/სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას“.
  3. ესგ-ს მიხედვით, სსსმ მოსწავლე ხასიათდება შემდეგი მახასიათებლებით:

ა) ფიზიკური დარღვევა;

ბ) ინტელექტუალური დარღვევა;

გ) სენსორული დარღვევა  (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

 

  1. სსსმ მოსწავლის სწავლების განხოციელების მექანიზმები:

 

ა) ჯიჯი გიმნაზიას ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შემუშავებული აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  ჩარჩო სსსმ მოსწავლეებისათვის;

 

ბ) ჯიჯი გიმნაზია სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრავს იმ მოსწავლეთა სიას, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით საჭიროებენ სწავლას. ყოველი კონკრეტული მოსწავლის შემთხვევა არგუმენტირებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს პედაგოგთა და მშობელთა ერთობლივ ობიექტურ გადაწყვეტილებას;

 

გ) სსსმ მოსწავლეთა გამოვლენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  ერთი თვის შემდეგ, ჯიჯი გიმნაზია  უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების სიღრმისეულ შეფასებას. მოსწავლეთა შეფასებას ატარებს მულტიდისციპლინური გუნდი;

 

დ) მოსწავლის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჯიჯი გიმნაზია  შეიმუშავებს ყოველი მოსწავლისათვის ინდივიდუალურ სასწავლო  გეგმას;

 

ე) ჯიჯი გიმნაზია განსაზღვრავს ისგ-ს სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას. ჯგუფში ერთიანდებიან  ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, მშობელი/მშობლები ან მეურვე/მეურვეები, ტუტორ/დამრიგებელი, ჯიჯი გიმნაზიის  ადმინისტრაციის წევრი/ექიმი.

 

ვ) ჯგუფს ჰყავს კოორდინატორი რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ის უწევს ჯგუფს კოორდინირებას და ასევე ატარებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგს;

 

ზ) მიზანშეწონილია, ინდივდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორად დასახელდეს სსსმ მოსწავლის დამრიგებელი;

 

თ)სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ჯიჯი გიმნაზია განსაზღვრავს ჯგუფის შეხვედრების გრაფიკს, რომელიც ხელმოწერით დასტურდება მონაწილეების მიერ;

 

ი) ჯგუფის შეხვედრა ტარდება სემესტრის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ. შეხვედრაზე განიხილება მოსწავლის განათლების მიმდინარე პროცესი;

 

კ) სასწავლო წლის დაწყებიდან მაქსიმუმ ორ თვეში გიმნაზიაყოველი სსსმ მოსწავლისათვის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომლესაც ამტკიცებს გიმნაზია დირექტორი. აღნიშნულ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მიღწევის ვადებისა, განისაზღვრება შემდეგი:

 

  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
  • ჯიჯი გიმნაზია გამოჰყოფს დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელ  პირს;
  • ჯიჯი გიმნაზია ადგენს და საჭიროების შემთხვევაში გამოჰყოფს მოსწავლისათვის დამატებით დამხმარე პერსონალს;
  • ჯიჯი გიმნაზია  ადგენს და საჭიროების შემთხვევაში გამოჰყოფს მოსწავლისათვის  საჭირო დამატებით ტექნიკურ რესურსს

(ავტობუსი, კომპიუტერი, სასკოლო ავეჯი, დასასვენებელი ოთახი და ა.შ);

  • გამოჰყოფს მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალას და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (შესაძლებელია ეს იყოს მშობელიც);

 

ლ) სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზია აწარმოებს სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით, თავად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ განახლებას, გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ახალი საჭიროებების გათვალისწინებით;

 

მ) წლის ბოლოს ჯიჯი გიმნაზია დირექციას მიეწოდება მოსწავლის შესახებ წარმოებული დოკუმენტაცია (პორტფოლიო).

 

მუხლი 13. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

 

1.  იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ესაჭიროება ხანგძლივი ჰოსპიტალიზაცია, ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დადის გიმნაზიაში. გიმნაზია მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლის განათლების მიღება უზრუნველყოფილი იქნება შინ სწავლებით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება ჯიჯი გიმნაზიაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს; ჯიჯი გიმნაზია უდგენს მას სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.

 

2.  მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და გიმნაზიათან და მშობელთან ათანხმებს იმ საგნების ჩამონათვალს, რომელიც შინ სწავლებით უნდა დაძლიოს სსსმ მოსწავლემ.

 

3.  შინ სწავლების რეჟიმით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. გიმნაზია ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც საგნის და აგრეთვე სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. ჯიჯი გიმნაზია/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი;

 

4.  შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, მეურვე ან სხვა პირი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში;

 

5.ჯიჯი  გიმნაზია დროისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით გამოიყენებს ვიდეო-კონფერენციას ვიზიტების შუალედში გიმნაზია  გაუსვლელად. სატელეფონო კავშირით, სკაიპ-რეჟიმით გაუწევს კონსულტაციას სსსმ მოსწავლესა და მის მშობელს, მეურვეს ან სხვა პირს, რომელიც  მოსწავლის  სახლში მეცადინეობაზეა პასუხისმგებელი;

 

6. მინიმალური დატვირთვა სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში:

 

კლასი

I-IV

V-VI

VII-IX

X-XII

მინიმალური (ასტრონომიული) საათები კვირის მანძილზე

5 სთ

6 სთ

8 სთ

8 სთ

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმის ინკლუზიური განათლების კონცეფცია ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, კონცეფციის    შინაარსი, რომელიც შეიძლება არ იყოს აღნიშნული ნაწილის შინაარსში არ ნიშნავს იმას, რომ სასკოლო სასწავლო გეგმით უგულებელყოფილია ის ნაწილები:

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჩარჩო:

 

საფეხური_____________________________________ საგანი _______________________________________ კლასი _______________________________________ მოსწავლე________________________________________________________ დაბადების თარიღი_____________ასაკი______________________________ მშობელი/მეურვე__________________________________________________მისამართი/ტელეფონი_____________________________________________ შეხვედრის თარიღი_______________________________________________ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვადები___________დან _______ მდე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გადაიხედება____________________ საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება, წლიური შეფასება მონაწილეები __________________________________________________

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები

დამხმარე კითხევბი

შეფასება

ძლიერი მხარეები

 

 

პრობლემური სფეროები

 

 

 

 

მიზეზები

 

 

 

 

საჭიროებები

 

 

 

წლიური მიზანი

 

 

 

მოკლევადიანი მიზნები

 

 

 

პრქტიკული საკითხები

 

 

 

პასუხისმგებელი პირები

 

 

 

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი

ვის                                                                      მიერ                                                                          ხორციელდება

მონიტორინგი____________________________________________________

 

დასახული აქტივობები

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგის ფორმა

 

შეფასების ცხრილი  თარიღი                   __________ მოსწავლე:                            მასწავლებელი

 

 

 

დასახული აქტივობები

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

 

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

შეფასების ცხრილი

 

 

თა

რიღი __________

 

 

მო

სწავლე:

 

 

 

დასახული აქტივობები

 

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 14. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება

 

  1. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები:

 

ა) მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა

და კონტროლს;

 

ბ) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხშირი და მრავალმხრივია, რომელიც ხელს უწყობს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას;

 

გ) მოსწავლე ფასდება სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

 

  1. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება

 

ა) ჯიჯი გიმნაზიაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

 

ბ) განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა;

 

გ) განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი ან/და წერილობითი კომენტარი.

 

 

განმავითარებელი

განმსაზღვრელი

მიზანი

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

 

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

სწავლის ხარისხის გაკონტროლება;

მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;

აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა

შეფასების საგანი

სწავლის პროცესი

 

სწავლის შედეგი

შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება

წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევადარიგების მიცემა და  სხვ.

მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

 

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა

კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა

დონეს ფლობს)

იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)

შეფასების საშუალებები

თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი;

სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; უნარის განვითარების დონის აღწერა.

ქულა

 

 

 

 

  1. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

 

ა) მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

 

ქულები

შეფასების დონეები

10

მაღალი

9

8

საშუალოზე მაღალი

7

6

საშუალო

5

4

საშუალოზე დაბალი

3

2

დაბალი

1

 

ბ) I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულით (განმსაზღვრელი შეფასებით) - ფასდება განმავითარებელი შეფასებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის საგნის ყველა მასწავლებელი წერს შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომლითაც ახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დამრიგებელი, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, წერს შემაჯამებელ წერილობით შეფასებას;

 

გ) V-XII  კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით;

 

დ) მოსწავლე ფასდება ჯიჯი გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი ბადით გათვალისწინებულ საგნებში;

 

ე) V- XII  კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა;

 

ვ) საგანში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

 

ზ) დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის საერთო ქულის გამოთვლისას.

 

თ) მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  შესაძლებელია შეფასდეს   განმავითარებელი შეფასებით.

 

 

4. საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები:

 

ა) სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

 

Ø საშინაო დავალება;

Ø საკლასო დავალება;

Ø შემაჯამებელი დავალება.

 

ბ) შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

 

გ) საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.

 

 

დ) შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.

 

ე) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, გამოიყენება შემაჯამებელი დავალების შემდეგი ფორმები: თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.;

 

ვ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს ჯიჯი გიმნაზიის მიერ განსაზღვრული ყველა შემაჯამებელი დავალება;

 

ზ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, ჯიჯი გიმნაზია აძლევს საშუალებას, მისი გიმნაზიაში გამოცხადებიდან 5 საგაკვეთილო დღის ვადაში, შეასრულოს გაცდენილი შემაჯამებელი დავალება მასსა და მასწავლებელს შორის შეთანხმებულ დროს იმავე ფორმით, როგორი ფორმითაც შეასრულა მთლიანმა კლასმა;

თ) შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა სემესტრების და კლასების მიხედვით განისაზღვრულია

 

  1. განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები:

ა) ჯიჯი გიმნაზიაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

 

  • საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
  • საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
  • საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.
  • საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი (V-VI კლასი), საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

 

ქულების გამოანგარიშების წესი

 

ა) საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

 

  • მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
  • მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

 

 

ბ) საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

 

  • საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
  • საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.,  7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
  • თუ მოსწავლეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებიდან გიმნაზიაში სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო,  მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, გიმნაზია ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე.
  • მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ გიმნაზიაში გადმოსვლის გამო, განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).

 

გ) საფეხურის საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:

 

  • საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
  • საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

 

  1. კლასისა და საფეხურის დაძლევა

 

ა) კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა V-IX კლასებში.

 

ბ) დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

 

გ) საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

 

დ) საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

 

  1. გაცდენები

 

ა) მოსწავლეთა გაცდენები, მათ შორის აბიტურის გაცდენები, აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი, რომელიც ვლდებულია გაკვეთილის დაწყისში აღრიცხოს მოსწავლეების დასწრება.

 

ბ) თუ საბაზო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება აბიტურის საათის გაცდენის შემთხვევაში; ასევე იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე აღადგენს კონკრეტულ საგანში გაცდენილ შემაჯამებელ დავალებას.

 

გ) ჯიჯი  გიმნაზია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება გიმნაზიისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ ვრცელდება კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% გაცდენის შემთხვევაში ექსტერნის გამოცდაზე გასვლა, თუმცა ხდება მათი არ დასწრების აღრიცხვა საკლასო ჟურნალში.

 

დ) იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, ჯიჯი გიმნაზიის სასწავლო პროცესის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% გაცდენის შემთხვევაში ექსტერნის გამოცდაზე გასვლა არ გასვლის შესახებ, თუმცა ხდება მათი არ დასწრების აღრიცხვა საკლასო ჟურნალში.

 

ბ) სემესტრული გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის, მოსწავლის მშობელი სემესტრის დასრულებიდან 3 დღის ვადაში წერილობით მიმართავს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორს. დირექტორი ორი დღის ვადაში განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. ასეთი მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;

 

გ) სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში;

 

დ) იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე  ნაკლები,  ჯიჯი გიმნაზია  მოსწავლეს დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში.

 

ე) საშემოდგომო გამოცდა ტარდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 კვირით ადრე და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 დღისა საშემოდგომო გამოცდის კომისია ამტკიცებს საშემოდგომო გამოცდის შედეგებს და წარადგენს ჯიჯი გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოზე მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

 

ვ) საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ ორკვირიანი ვადა მოსამზადებლად, ჯიჯი გიმნაზია უწევს კონსულტაციებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა. გამოცდის ფორმა და საგამოცდო საგნების კონკრეტული ვადები მტკიცდება ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით;

 

ზ) მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა გახდება საგნის წლიური ქულა);

 

თ) ექსტერნატის გამოცდით  ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

 

ი) ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც გავრცელდა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30%-ზე მეტის გაცდენის გამო ჩასაბარებელი ექსტერნის გამოცდა.

 

10. ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები

 

ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპები და მათი გაცემის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით;

 

11. სსსმ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

 

ა) სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით;

 

ბ) სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის;

 

გ) გამონაკლისის  შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.   თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში;

 

დ) თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის  დამადასტურებელი  საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30%-ის გამო ექსტერნის გამოცდა;

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

ზოგადი  განათლების    სხვადასხვა      საფეხურების  დასრულების დამადასტურებელი     დოკუმენტების             ტიპები               და         მათი გაცემის წესი განსაზღვრება კანონმდებლობით.

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

3.  მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

4.  პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.“.

 

მუხლი 15. სადამრიგებლო პროგრამის კონცეფცია

 

  1. გიმნაზიაში ფუნქციონირებს ტუტორ-დამრიგებელის ინსტიტუტი. ტუტორ-დამრიგებელის არის სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი.  მისი მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდრებას, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას; ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებაში.
  2. სადამრიგებლო პროგრამის ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დააყენოს თითეული მოსწავლე და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით განუვითაროს მათ ზოგადი და აკადემიური უნარები;
  3. სადამრიგებლო პროგრამა და თემატიკა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური და ემოციურსოციალური განვითარებისკენ;

 

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა -  დამრიგებლის ფუნქციაა, მოსწავლეების პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა; მან საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;

 

დ) თანამშრომლობა - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას.

  1. სადამრიგებლო საათის ფუნქციები:

ა) საგანმანათლებლო - აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სხვა სფეროების მიმართულებით;

 

ბ) მაორიენტირებელი - ეხმარება მოსწავლეებს ღირებულებათა სისტემის იერარქიაში;

 

გ) წარმმართველი - ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ღირებულებათა სისტემის ფორმირებაში, არამედ მათ განხორციელებაშიც.

  1. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელი, ასაკის შესაბამისად, იმუშავებს შემდეგ მიმართლებებზე:

ა) პიროვნული და მორალური განვითარება ;

 

ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება ;

 

გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ;

 

დ) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი გიმნაზიის პოპულარიზაცია;

 

ე) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

 

ვ) თვალსაწიერის გაფართოება.

  1. აღნიშნული მიმართულებების მიზნების მისაღწევად დაწყებით კლასებში სადამრიგებლო პროგრამა  ორიენტირებულია წიგნიერების კომპეტენციების გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

 

ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

გ) ანალიზის უნარისგანვითარებით;

 

დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;

 

ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

 

ვ) შემოქმედებით უნარის განვითარებით და სხვა.

7.ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც წარმოადგენს გიმნაზიის თანამშრომელს და რომლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;

 

დამრიგებელი ვალდებულია:

ა) სასწავლო დღის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს ჯიჯი გიმნაზიაში  და არ დატოვოს  სასწავლო დღის დასრულებამდე;

 

ბ) ყოველი ახალი კლასის მიღებისას ყოფილი დამრიგებლისაგან ჩაიბაროს კლასის დოკუმენტაცია. ასევე ექიმისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ყოფილი დამრიგებლისაგან მიიღოს მოსწავლეთა ინდივიდუალური დახასიათებები;

 

გ) შესვენებებზე თვალყური ადევნოს სადამრიგებლო კლასს;

 

დ) მოსწავლე გაკვეთილიდან გაათავისუფლოს მხოლოდ დირექციის თანხმობით;

ე) აკონტროლოს მასწავლებელთა მიერ  სადამრიგებლო კლასის ჟურნალის სისტემატიური წარმოება. დარღვევების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს ჟურნალების მონიტორინგზე პასუხისმგებელ პირს;

ვ სასწავლო წლისდაწყებისთანავე,  მოსწავლესა და მათ მშობლებს აცნობს ინფორმაციას მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

 

ზ) მოსწავლეთა გაცდენების შესახებ დამუშავებული  ინფორმაცია გადასცეს სასწავლო პროცესის მენეჯერს.

 

თ) განახორციელოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვა. მოსწავლის გიმნაზიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციით  დაადგინოს გაცდენის მიზეზი;

 

ი) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები;

 

კ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი;

 

ლ) წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით :

  • კითხვის ტექნიკის გაძლიერებით ;
  • წაკითხულის განხილვა-გააზრებით ;
  • ანალიზის უნარის განვითარებით ;
  • მსჯელობის უნარის განვითარებით ;
  • პრეზენტაციის უნარის განვითარებით ;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

 

მ) საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კერძოდ, IX კლასში ჩაატაროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები;

 

ნ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

 

ო იყოს შუამავალიმოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

 

პ) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი ;

 

ჟ) ორგანიზებას უკეთებს ჯიჯი გიმნაზიის  მიერ მოწვეულ მშობელთა კრებებს;

რ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და გიმნაზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

 

ს) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება (დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე  გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის კოგნიტური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის).

 

ტ) მოსწავლის სხვა გიმნაზიაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

ი)დამრიგებელი ვალდებულია რეგულარულად ჩაატაროს ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, მშობელთა კრებები; ასევე  ჩაატაროს სადამრიგებლო საათი წინამდებარე განრიგისა და თემატიკის შესაბამისად.

 

პროფესიული ორიენტაციიის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების/შეხვედრების განრიგი

IX და XI კლასებში 2022-2023 სასწავლო წელს დაგეგმილია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის გაკვეთილები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მოსწავლეებს პროფესიის სწორად არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში. სასწავლო გეგმის პროექტში მოცემულია ცხრილი შესარჩევი თემებით და მიმართულებებით.

 

შეხვედრების შინარსიი

თარიღი

პასუხისმგებელი პირები

შეხვედრა   მეან-გინეკოლოგთან

 

 

ოქტომბერი

 

ნინო ჭიჭინაძე

ლაიმა შანავა

შეხვედრა ისტორიკოს არქეოლოგთან

ნოემბერი

 

ხათუნა პერტია

ლაიმა შანავა

ექსკურსია ორკოლ სტუდიაში გურამ აბსანძეს ქართული თიხის ნაკეთობა

დეკემბერი

ხათუნა პერტია

ლაიმა შანავა

შეხვედრა შოთა მესხიასსახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიში

პროფესიული დეპარტამეტის ხელმძღვანეთან

თებერვალი

მანანა სამუშია

ლაიმა შანავა

მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის მომზადება სხვადასხვა პროფესიების შესახებ

პერიოდულად

ნინო ჭიჭინაძე

ლაიმა შანავა

 

შეხვედრა სამართალდამცავი ორგანოების წარმომანდენლებთან

მარტი

 

ნინო ჭიჭინაძე

ლაიმა შანავა

 

 

საფინანსო-საბანკო სფეროს  წარმომადგენლებთან

მაისი

 

ნინო ჭიჭინაძე

ლაიმა შანავა

ადგილობრივი თვითმართველობის წარმომომადგენლებან

მაისი- ივნისი

ნინო ჭიჭინაძე

ლაიმა შანავა

ბესიკ  ჭეჟია

 

 

 

11. სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის მასწავლებლებს შემუშავებული აქვთ სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები საგნებისა და კლასების მიხედვით I-X კურიკულუმის ცხრილის სახით. XI-XII კლასებში თემატური გეგმების სახით.

სასკოლო კურიკულუმის/წლიური პროგრამის აგების პრინციპები

ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურებრივი საგნობრივი სტანდარტები განსაზღვრავს სავალდებულო საგნობრივ მოთხოვნებს (რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს მოსწავლემ). მათზე დაყრდნობით შედგენილია სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები, რომლებიც გვიჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების გზებს.

წლიური პროგრამები/სასკოლო კურიკულუმი დაგეგმილია სავალდებულო სასწავლო თემების მიხედბით. სასწავლო თემა წამოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის ნაწილების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში სტანდარტის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება უნდა დამუშავდეს. მაშასადამე, სასწავლო თემების ცვლით შეიცვლილია კონტექსტები, მაგრამ არ შეცვლილა სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახითაა ფორმულირებული (შედეგი და სამიზნე ცნება თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს - თემას).

სასწავლო თემის აგების პრინციპები

 

  1. 1. სასწავლო თემა წარმოადგენს მოსწავლეთათვის ნაცნობ, მათი ასაკობრივი ინტერესებისა და გამოცდილების შესაბამის კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, სამიზნე ცნებების, კონკრეტული ქვეცნებებისა და საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, დამუშავებულია სტანდარტის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება.
  2. 2. თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები - განსაზღვრავს შესასწავლი თემის ჩარჩოებს; აკონკრეტებს, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ კონკრეტულ თემასთან მიმართებით (თემატური მკვიდრ წარმოდგენები განსხვავდება სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენებისგან).

2. გრძელვადიანი მიზნები

შედეგები, სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, საფეხურის საკვანძო შეკითხვები პასუხს სცემს შეკითხვას - რა გრძელვადიანი მიზნით ვასწავლით მოსწავლეს თემას.

) სტანდარტის შედეგები - განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგნის ფარგლებში საფეხურის ბოლოს?

) სამიზნე ცნებები - გამომდინარეობს სტანდარტის შედეგებიდან და განსაზღვრავს იმ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს;

) სამიზნე ცნების/ცნებების მკვიდრი წარმოდგენები - თითოეული ცნებისთვის განისაზღვრულია მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც შემოფარგლავს ცნების მოცულობას და დააზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს. მკვიდრი წარმოდგენების დაზუსტდებულია წლიური პროგრამის/სასკოლო კურიკულუმის ფარგლებში;

) საფეხურის საკვანძო შეკითხვები - გამომდინარეობს შედეგებიდან და სამიზნე ცნებებიდან და განსაზღვრავს, თუ რაზე უნდა დაფიქრდეს მოსწავლე საგნის შესწავლის პროცესში. საფეხურის საკვანძო შეკითხვები თემის ფარგლებში უფრო კონკრეტულ თემატური შეკითხვებად არის გარდაქმნილი.

  1. 3. შუალედური მიზნები

თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ოთხეული - საკითხები/ქვეცნებები, საკვანძო შეკითხვები, ასევე კომპლექსური დავალება/დავალებები და შეფასების კრიტერიუმი/კრიტერიუმები. თემატურ მატრიცაში შესაძლებელია გამოყოფილი იყოს იმდენი ეტაპი (შესაბამისი შუალედური მიზნებით), რამდენსაც მასწავლებელი ჩათვლის საჭიროდ მოცემული სასწავლო თემის ფარგლებში.

საკითხების საშუალებით ხდება იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად, რა მასალის საფუძველზე წარიმართება მუშაობა თემის ფარგლებში. ქვეცნებებსა და საკითხებზე დაყრდნობით განისაზღვრება ასევე კომპლექსური დავალების პირობა.

ქვეცნებები - წლიური თემების ფარგლებში, გამოიყოფილია საგნობრივი ქვეცნებები, რომლებიც უშუალოდ გამომდინარეობს შესაბამისი სამიზნე ცნებებიდან; ისინი წარმოადგენენ ტერმინებს, რომლებით ოპერირებაც მოსწავლეს ამ კონკრეტული თემის ფარგლებში/კონკრეტულ საკითხთან მიმართებით მოუწევს.

თემატური საკვანძო შეკითხვები ორიენტირებულია უშუალოდ შესაბამის სამიზნე ცნებაზე/ცნებებზე (მაგ., ცნებაზე „კონტექსტი“) და განსაზღვრულია შერჩეული ქვეცნებების/საკითხების გათვალისწინებით. ისინი გამოკვეთს, რაზე უნდა დაფიქრდეს მოსწავლე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას. მათი ფუნქციაა:

  • მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
  • სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა;
  • თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ნაბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.

კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს.შეფასების კრიტერიუმები გამომდინარეობს სტანდარტის შედეგებიდან და აჩვენებს, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში.


 

21 აგვისტო, 2013 წ.
ბეჭდვა