ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია

მოგესალმებით!


გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს!


ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა, სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება.


ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.


ასევე, მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.


ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო კაპიტალდაბანდება განათლებაა და მზადა ვართ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ჩვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის.


განათლებული თაობა – ეს ნათელი მომავალია ოჯახისა და ქვეყნისთვის!


გისურვებთ წარმატებებს!
25 თებერვალი, 2013 წ.
ბეჭდვა