ჭეშმარიტი დოგმა ჯიჯიზე
ჭეშმარიტი დოგმა ჯიჯიზე
ჩვენ ვცხოვრობთ პოსტინდუსტრიულ, ციფრულ სოციუმში და ჩვენი ბავშვები უნდა შეეგუონ ახალ გარემოში ცხოვრებას. სწორედ ესაა ჯიჯის საბოლოო მიზანი - მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში შესვლა, ადაპტირება და წინსვლა. ☝️ დღეს, ჩვენს ბავშვებს აინტერესებთ პასუხი კითხვებზე: რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უკეთ იცხოვრონ? როგორ გაუმკლავდნენ პირად, თუ გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებს? როგორ აითვისონ და სასიკეთოდ გამოიყენონ აჩქარებული ტექნიკური პროგრესი?
ჯიჯი დინამიკური, რეფორმირებადი, ღია საგანმანათლებლო სივრცეა, რომლისთვისა უცხოა „შეჩვეულ ჭირის“ პარადიგმა. უწყვეტი განვითარება - მისი ფუძემდებლური პრინციპია.
დღეს ჯიჯი ქალაქის, ქვეყნის ღირშესანიშნეობად არის წარმოდგენილი, რომლის მომხიბვლელობა ძირითადად თვალსაჩინო, ხილული ელემენტებით განისაზღვრება. თანამედროვე დიზაინი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რა თქმა უნდა, იწვევს ეიფორიას, მაგრამ ის უხილავი ნაწილი, რომელიც ჩადებულია ჯიჯის სრულ შინაარსში, დაგვერწმუნეთ, გ ი გ ა ნ ტ უ რ ი ა: - მალე დადგება პირველი შედეგების ცხოვრებაში ხილვის დრო, როცა რამოდენიმე ათეული ჯიჯიელი, ქვეყნის საამაყოდ, მნიშვნელოვნად გაუსწრებს თანატოლებს და დაიმკვიდრებს ღირსეული ადგილს 21-ე საუკუნის ახალ, ინოვაციურ სოციუმში.
P.S. ნებისმიერი ეკონომიკური არასტაბილობა ქვეყანაში, ან სხვა ობიექტური მიზეზები, ჯიჯის პროექტების განხორციელებაში, ფორს-მაჟორად არ ჩაითვლება.
ჯიჯი ახალი ამოცანების დასახვის, შესრულების მექანიზმების შექმნის და მათი ეფექტურად გამოყენების მუდმივ რეჟიმშია, და იქნება.☝️
05 მარტი, 2020 წ.
ბეჭდვა