თემა აღმზრდელობითი
თემა აღმზრდელობითი
ვჩივით ხოლმე ბავშვის დაუჯერობლობაზე: „რამდენიც არ უთხრა, არაფრის მოსმენა არ უნდა“, „ ეუბნები, ეუბნები - არ ესმის“; „ზარმაცია , თორემ უკეთ ისწავლიდა“ და ა.შ. რატომღაც გვგონია რომ ბავშვი უნდა აღვზარდოთ „ყურებიდან“. შეიძლება თუ არა აღზრდის საუკეთესო მეთოდად ჩავთვალოთ სიტყვა? მშვენიერმა შვეიცარელმა პედაგოგმა. იოჰან პესტალოციმ მშობლებს მოუწოდა ფრთხილად გამოიყენონ აღზრდის ეს ინსტრუმენტი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჩვენივე ქცევის და ზნეობრიობის ნიმუში.
მშობელთა ნიმუში და კომფორტული, მისაბაძი გარემო -აი აღმზრდელობის ყველაზე ეფექტური მეთოდი.
ცხოვრების პირველი დღეებიდან ბავშვი შთაიბეჭდავს სოციალურ გამოცდილებებს. ეს პროცესი ფოტოგრაფირებას მოგავს: დაინახე-გადაუღე, გარშემო მყოფ ნივთებს, ადამიანებს, მათ ქცევებს.
შემდგომში, ბავშვი, ალბათ ისევე მოიქცევა, როგორ გარემოცვაში იყო მოთავსებული. არა ისე მოიქცევიან, როგორც მშობლები ეუბნებათ, არამედ ისე, როგორც მშობლები იქცევიან.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვესაუბროთ, დავარიგოთ, ვურჩიოთ ბავშვებს, მივცეთ შენიშვნები და დავსაჯოთ ქეც ზოგჯერ, მაგრამ, თუ ჩვენ. არ ვიქნებით სიტყვის პატრონი, თვითონ არ ვაჩვენეთ ნიმუში - ყველა ამ მოქმედებებს ძალა არ ექნება.

„ტყულის თქმა ცუდია შვილო“ - ასწავლის დედა, და ამავე დროს, რამოდენიმე წუთში თხოვს ბავშვს უპასუხოს მის და-ქალს ტელეფონში, რომ დედა სახლში არაა. როგორ ფიქრობთ, როგორი ხედვა ჩამოუყალიბდება ამ ბავშვს სიცრუესთან მიმართებაში?
პირადი მაგალითის ძალა აღზრდაში არ. გამოიხატება იმწუთიერად. ახალგაზრდა მშობელი არც ჩაფიქრებულა იმაზე, რომ თავისი მიპყრობა ბუმერანგად მოუბრუნდება ბავშებისგან. სამწუხაროდ, მათ არავინ და არსად არ ასწავლის ამ პროცესებს.
NB: თუ შეცდით, არასწორად მოიქეცით თქვენს მიერ წარმოებულ აჭმზრდელობით პროცესში, ნუ გერიდებათ თქვენი შვილისთვის ბოდიშის მოხდისა. იკადრეთ! ეს არის მიბაძვის და ბავშვის განვითარების საუკეთესო მეთოდი.
გულწრფელობა და გახსნილობა აღმზრდელობითი პროცესის საუკეთესო , მისაბაძი მაგალითია.


bj
04 მარტი, 2020 წ.
ბეჭდვა