სახელგანთქმული თანამემამულის ბატონ ანზორ ხუბუტიას ვიზიტი ჯიჯიში
სახელგანთქმული თანამემამულის ბატონ ანზორ ხუბუტიას ვიზიტი ჯიჯიში
დღეს, 17 ოქტომბერს, საპატიო ჯიჯიელის, საქართველოს ექსპრემიერ ბატონ ოთარ ფაცაციას ორგანიზებით, მსოფლიოში აღიარებული ექიმი-ტრანსპლანტოლოგი, აკადემიკოსი, მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სამეცნირო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ბატონი ანზორ ხუბუტია ეწვია.
საპატიო სტუმარი, ჯიჯი გიმნაზიის აღსაზრდელებს უკვე მეორედ ხვდება. შეხვედრა ამჟერადაც კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. ბატონმა ანზორმა, ჯიჯიელებს მოკლედ მოახსენა საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ და შეპირდა მეგზურობის გაწევას თანამედროვე მედიცინის სამყაროში.
შეხვედრა, ანსამბლ "ჯიჯიელების" მრავალფეროვანი რეპერტუარით დასრულდა.
17 ოქტომბერი, 2017 წ.
ბეჭდვა