თქვენთვის ჯიჯიელებო!
თქვენთვის ჯიჯიელებო!
ჯიჯის მორიგი ინოვაციური ნაბიჯი აკადემიური გაძლიერების კუთხით!
ჯიჯი-გიმნაზიაში, უცხო ენების გაძლიერებულად სწავლების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან მოწვეულ იქნა უცხოელების, ერიკა და იაკობ კრიოზინგერების პედაგოგიური ოჯახი. სამი თაობის წარმომადგენლები ჯიჯის აკადემიურ განვითარებაზე იზრუნებენ: ოჯახში უფროსი ქალბატონი- ერიკა კროზინგერი უცხო ენების კათედრას უხელმძღვანელებს და ასწავლის ინგლისურ და გერმანულ ენებს; ქალიშვილი- მარიკა ვენტერი დაწყებით საფეხურს გააძლიერებს, და აღმზრდელობით საკითხებს გაუწევს კურირებას. სიძე - ჰენდრიკ ვენტერი სპორტულ კათედრას ჩაუდგება სათავეში. უნიჭიერესი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოზარდები, ადრიანე და ვიეჰან ვენტერები ჯიჯიში, მე-4 და მე-6 კლასში დათესავენ ინგლისურს და ქცევის თანამედროვე მანერებს.
. ასევე, უნიკალური, უცხოელი პედაგოგიური ოჯახი უხელმძღვანელებს დამატებითი განათლების სექციებს, უცხო ენებში: ინგლისური, გერმანული;
სპორტულ სახეობებში: რაგბი, კრიკეტი, ფეხბურთი, ფრენბურთი და კალათბურთი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
ჯიჯი აგრძელებს ნოვაციური პროექტების განხორციელებას და მყარად დგას მდგრადი განვითარების ლიანდაგზე.
12 ივლისი, 2017 წ.
ბეჭდვა