"მშობელთა კრება"-წლიური ანგარიში
"მშობელთა კრება"-წლიური ანგარიში
დღეს ჯიჯი გიმნაზიაში, საგანმანათლებლო სივრცისთვის უჩვეულო, ინოვაციური შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავიანთი შრომის შედეგების დემონტსრირება მოახდინეს მეტად საინტერესო და საოცრად კეთილგანწყობილი აუდიტორიის წინაშე.
შეხვედრას ესწრებოდნენ არამარტო მშობლები, არამედ მოსწავლეთა ბებიები და ბაბუები. ღნისძიებამ ხელი შეუწყო თაობებს შორის პოზიტიური კავშირის გაძლიერებას და მოსწავლეებში თვითეფასებისა და თავდაჯერებულობის გრძნობის ამაღლებას.
გაიმართა მათემატიკური ვიქტორინა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-3 კალსის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მასტერკლასი- როგორ ვწეროთ "დახასიათებითი ესე".
ხოლო მე-4 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს "ბებიასა და ზურიკელას" დიალოგი და ამონარიდი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან "მე ბებია ილიკო და ილარიონი".
ინგლისურ ენაში, მე-4 კლასელებმა აუდიტორიის წინაშე თავი მოიწონეს ინგლსიური ზღაპრებითა და საინტერესო ფაქტებით ცხოველების შესახებ.
მესამე კლასელებმა კი ინგლისური სიმღერებით გამოიჩინეს თავი.
ჯიჯიელებმა, სტუმრებს მეგობრები რუსულ ენაზე გააცნეს და მოასმენინეს რუუსლი ხალხური ზღაპარი " თალგამი"
ღონისძიებას, მუსიკალურ მხარდაჭერას, როგორც ყოველთვის ამჯერადაც, ქალბატონი ნანა ნოდია უწევდა.


06 ივნისი, 2017 წ.
ბეჭდვა