„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად” – „ენის კეთილი ელჩები“ სახალისო გაკვეთილებს ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებს უტარებენ!
„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად” – „ენის კეთილი ელჩები“ სახალისო გაკვეთილებს ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებს უტარებენ!
დღეს, ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებს "ენის კეთილმა ელჩებმა" სახალისო გაკვეთილები ჩაუტარეს. გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავდა, რომლის საშუალებით მოზარდებმა დაინახეს, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას. პროექტის ხელმძღვანელებისგან, აქტიური ჯიჯიელები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. როგორც, პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რუსუდან ჯიქიამ განაცხადა, პროექტი "ქართული ენის ფესტივალი" ეკუთვნის საგანმანათლებლო ცენტრს – "ცამდე" და ცამდე იმედებით, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა. ფესტივალის პირველ ეტაპზე მომზადდა სახალისო გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებისთვის. ეს არის ამბავი ქართული ენის შესახებ, რომელიც ბოროტმა ენებმა ცხრაკლიტულში დაამწყვდეს და ახლა ბავშვებთან ერთად უნდა დავიხსნათ.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახალისო გაკვეთილები, ახალ თაობას მისცემს ბიძგს: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად"
ცნობისთვის: "ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება.
04 აპრილი, 2017 წ.
ბეჭდვა