რუბრიკა: „ გაკვეთილი რეფლექსია“
რუბრიკა: „ გაკვეთილი რეფლექსია“
დღეს, მე-7 კლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, დისკუსია- დიალოგის მეშვეობით, ილია ჭავჭავაძის "კაცია- ადამიანი?!" შეაჯამეს.
გთავაზობთ, მოსწავლეების შთაბეჭდილებებსა და ნააზრევს:
***ჯანეტა შონია: ილია ჭავჭავაძის "კაცია- ადამიანი?!" რეალისტური ნაწარმოებია. ლუარსაბისა და დარეჯანის მსგავსი, ზარმაცი ადამიანები დღესაც ბევრი არსებობს ჩვენს ირგვლივ.

***ნიკა ბოხუა: "კაცია- ადამიანი?!" ილიასა და ჩვენი დროის სარკეა, სადაც ქართველებმა თავიანთი, მანკიერი სახე დაინახეს და ბევრს ეს არ მოეწონა.

***გიორგი თოლორაია: ამ მოთხრობას, რომ ვკითხულობდი, ხან, მეცინებოდა ხან, ვბრაზდებოდი, რადგან პერსონაჟების უსაქმურობა ზოგჯერ სულაც არ იყო სასაცილო.

***დავით ქარდავა: ეს ნაწარმოები სამწუხაროდ, ბევრი ქართველის ნამდვილ სახეს აჩვენებს.

***ოტელო ეხვაია: მოთხრობის წაკითხვის დროს გეცინება, მაგრამ საბოლოოდ, სიცილის ხასიათზე ვერ დარჩები.
06 მარტი, 2017 წ.
ბეჭდვა