მურმან ჯინორია
მურმან ჯინორია

2015 წლის 18 მაისს, ჯიჯიმ ლეგენდარულ ქართველ მსახიობს ბატონ მურმან ჯინორიას უმასპინძლა.

მონო სპექტაკლს, სახელწოდებით "ქარი მწყურია მე პირდაპირი", მსახიობის შემოქმედების მოყვარულები დაესწრნენ. ზუგდიდელმა საზოგადოებამ მურმან ჯინორიას შემოქმედება მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, რითაც სტუმრის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატა. მურმან ჯინორიას საღამო 2 საათი გაგრძელდა. მსახიობი დღესვე ჯიჯის მოსწავლეებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა. მოსწავლეებთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მსახიობის ჯიჯიში ვიზიტი პროექტის, "შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან" ფარგლებში შედგა. პროექტი ხელოვნების პედაგოგის, რუსუდან შანავასა და GG თV -ს დირექტორის ქალბატონი მაკა სამუშიას ხელმძღვანელობით წარიმართა.

www.gg-school.ge

ბეჭდვა