მწერალი- გურამ დოჩანაშვილი
მწერალი- გურამ დოჩანაშვილი
დღეს, 2015 წლის 26 მარტს, ჯიჯი გიმნაზიამ გულთბილი მიღება მოუწყო, თანამედროვე კლასიკის ღირსეულ წარმომადგენელს, ბატონ გურამ დოჩანაშვილს.
მწერალს გიმნაზიის დირექტორმა ბატონ ჯამბულ ნაჭყებიამ მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური ჯილდო და დიპლომი გადასცა.
მწერლის პატივსაცემად გიმნაზიის ფასადს ახალი წიგნი გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" შეემატა. ჯიჯის მკითხველთა კლუბმა უმასპინძლა საინტერესო ავტორს. GG-TV ჩაიწერა სატელევიზიო გადაცემა .
ბატონებმა გურამ დოჩანაშვილმა და ზურაბ ცინცქილაძემ გიმნაზიის ეზოში მარადმწვანე ხე დარგეს, როგორც სიცოცხლის სიმბოლო. ტრადიციების სასწავლო ცენტრში ბატონ გურამს, საპატიო ჯიჯიელს მასპინძლებმა დაბადების დღე მიულოცეს და მადლობა მოახსენეს გიმნაზიელებთა შეხვედრისთვის დათმობილი დროისათვის.
გამოითქვა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან მსგავსი შეხვედრების პერიოდულად ჩატარების სურვილი .
ღონისძიება მოეწყო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ქალბატონ ხატია ჯანაშიას ორგანიზაციული მხარდაჭერით.
ბეჭდვა