გერმანელები- ტობიას მორსტი და ელენ პერიკანი
გერმანელები- ტობიას მორსტი და ელენ პერიკანი
2014 წლის 25 სექტემბერს, ჯიჯის,  გერმანელი არქეოლოგები ეწვივნენ. "ჯიჯის" ინტერიერი გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ტობიას მორტსმა და ელენ პერიკანმა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორთან , ლევან ჭაბაშვილთან ერთად დაათვალიერეს. სტუმრებმა ნანახით აღფრთოვანება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სასწავლებელი ევროპულ სტანდარტებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს, მათი თქმით მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელსაც ამ რაოდენობის ლაბორატორიული დანადგარები და ხელსაწყოები გააჩნია, გერმანიაშიც კი იშვიათია.
გერმანელებმა სკოლის დირექტორს საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მოსწავლეებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებზე მიიწვიეს, რომელსაც უცხოელები სოხუმის უნივერსიტეტთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ.
ბეჭდვა