მინისტრი - თამარ სანიკიძე
მინისტრი - თამარ სანიკიძე
2014 წლის 14 ივნისს, ჯიჯის ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს ტექნიკურმა, უნივერსიტეტმა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები, ზუგდიდის ალექსქნდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას გადასცა. დღეს, უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა გიმნაზიისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა ქალაქ ზუგდიდის ა. ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას ვირტუალური სწავლების საშუალებები, ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი (1-12 კლასები), დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკის, ბუნების, მუსიკის, ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების სრული პაკეტი გადასცა. ახალი პროგრამები გიმნაზიის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები. ამ პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეეძლებათ. უნივერისტეტმა გიმნაზიას ასევე გამოჩენილ ფიზიკოსთა პორტრეტები გადასცა.

ა. ღურწკაიას სახელობის გიმნაზია 9 თვის წინ დაარსდა და მიზანდ ისახავს რეგიონის მოზარდების საინჟინრო სპეციალობებით დაინტერესებას. სკოლა აღჭურვილია მსოფლიოში საუკეთესო, გერმანული მწარმოებლის - ფუვეს და სხვა თანამედროვე დანადგარებით. პირველი 9 თვის განმავლობაში,ზუგდიდის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, მან უკვე ჩაატარა რამოდენიმე სემინარი რეგიონის მასწავლებლებისთვის უცხოელი პროფესორების მოწვევით. აგრეთვე მზადაა მიაწოდოს თავისი ლაბორატორიული ბაზა ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებს ღია გაკვეთილების ჩატარების მიზნით.

www.gg-school.ge

www.gg-school.ge

www.gg-school.ge
ბეჭდვა