რატი ამაღლობელი
რატი ამაღლობელი
2014 წლის 1 თებერვალს ჯიჯის რატი ამაღლობელი ესტუმრა. ჯჯ–ის მკითხველთა კლუბს ახალი სატელევიზიო პროგრამის პროდიუსერი, გადამღები ჯგუფი და საპატიო სტუმარი, ბატონი რატი ამაღლობელი ესტუმრნენ. აღნიშნული პროექტი წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გადაცემა გიმნაზიის კომფორტულ და შთამბეჭდავი ინტერიერის მქონე ბიბლიოთეკაში ჩაიწერა. ცნობილი პოეტი ბავშვებს მათ საყვარელ წიგნებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და გმირებზე ესაუბრა. საინტერესო დისკუსიის ბოლოს ბატონმა რატიმ აღფრთოვანება გამოთქვა ზუგდიდში ასეთი სკოლის არსებობასთან დაკავშირებით, წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.
პოეტს თანემგზავრებოდა საქართველოს ტელევიზიის ცენტრალური არხები.

www.gg-school.ge

www.gg-school.ge

ბეჭდვა