ქართული ფენომენი - ორი ორდენი ერთ ოჯახში!
2013 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა, საბუნებისმეტყველო გიმნაზიის დამფუძნებლები, მამა-შვილი - ალექსანდრე და ჯიმშერ ღურწკაიები, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ასეთი მაღალი რანგის ორდენებით მამა-შვილის ერთდროულად დაჯილდოება პირველად მოხდა საქართველოში. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

ორდენების გადასაცემად საქართველოს პრეზიდენტი გიმნაზიას თავად ესტუმრა.

ფოტოანგარიში

ბეჭდვა