ჯიჯის მშობელთა ასოციაცია „მარდუალი“ ტყის საერთაშორისო დღეს უერთდება
ჯიჯის მშობელთა ასოციაცია „მარდუალი“ ტყის საერთაშორისო დღეს უერთდება
დღეს ჯიჯიში მშობელთა ასოციაცია "მარდუალმა" გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ აღიარებული ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობის მიზანია, თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი სკოლების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
ამასთან დაკავშირებით 2 საათზე ასოციაციის გამგეობის წევრის ქალბატონ მილენა ქარდავას ხელმძღვანელობით გიმნაზიის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები ასუფთავებდნენ. ბავშვებმა დარგეს ყვავილები. მასწავლებლები მუშაობის პროცესში ბავშვებს ესაუბრებოდნენ მცენარეების მნიშვნელობაზე.
მშობლების აზრით, ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები, პედაგოგები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად უნდა ზრუნავდნენ.
22 მარტი, 2015 წ.
ბეჭდვა