მშობელთა ასოციაცია"მარდუალი" გიმნაზიის დამფუძნებელს შეხვდა
მშობელთა ასოციაცია"მარდუალი" გიმნაზიის დამფუძნებელს შეხვდა
ჯიჯის დამფუძნებელი ბატონი ჯიმშერ ღურწკაია დაესწრო მშობელთა ასოციაციის "მარდუალი" მორიგ სხდომას, რომელიც დღეს გაიმართა.
ბატონი ჯიმშერი დაინტერსდა ასოციაციის საქმიანობითა და გეგმებით. მან ისაუბრა მშობლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და წარმატებები უსურვა ახალშექმნილ ორგანიზაციას.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ჯიჯის მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შედეგების შესახებ სოციოლოგ ქრისტინა გითოლენდიას ინფორმაცია. დასახეს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საახალწლო ღონისძიების გეგმა.
14 დეკემბერი, 2014 წ.
ბეჭდვა