ჯიჯის მშობელთა ასოციაციის გამგეობის სხდომა
ჯიჯის მშობელთა ასოციაციის გამგეობის სხდომა
დღეს გაიმართა ჯიჯის მშობელთა ასოციაციის გამგეობის სხდომა.
გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა ვასიკო ძნელაძემ წარადგინა მშობელთა აზრის შესწავლის მიზნით შექმნილი კითხვარი, რომლის საბოლოო ვერსიაზე წევრები შეთანხმდნენ.

მოწონებულ იქნა ჯიჯიელის ქცევის წესებისა და პროცედურების დოკუმენტი, რომლის პრეზენტაცია სკოლის დირექტორმა ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ გააკეთა. გამგეობის წევრთა აზრით სასურველია ეს წესები მშობლებზეც გავრცელდეს, რათა მოსწავლეების აღზრდის ხელშეწყობა პირადი მაგალითით მოხდეს.
29 ნოემბერი, 2014 წ.
ბეჭდვა