"ჯიჯის" მშობელთა არარეგისტრირებული ასოციაცია "მარდუალი"
"ჯიჯის" მშობელთა არარეგისტრირებული ასოციაცია "მარდუალი"
დღეს "ჯიჯიში" გიმნაზიის დირექტორმა და დირექტორის მოადგილემ მშობელთან ურთიერთობის საკითხებში, მშობელთა არარეგისტრირებული ასოციაციის "მარდუალის" საერთო კრება მოიწვიეს და "მშობელთა კავშირის" თავმჯდომარე აირჩიეს.
შეხვედრის მიზანი მშობელთა სათათბიროს შექმნა იყო, რომელიც გიმნაზიის მართვაში მშობელთა ჩართულობაზე იზრუნებს. სათათბიროს დანიშნულებაა ორგანიზება გაუწიოს მშობელთა მონაწილეობას გიმნაზიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
მშობელთა სათათბირომ დღეს თავისი შემადგენლობიდან თავმჯდომარე აირჩია.სათათბიროს თავმჯდომარედ მე-2 კლასის წარმომადგენელი ვასილ ძნელაძე შეირჩა. დღესვე შეირჩნენ წარმომადგენლები კომიტეტებში.
მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მშობელთა სათათბირო განიხილავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის ინფრასტრუქტურული და აკადემიური განვითარების შესახებ, მონაწილეობას მიიღებს სკოლის პერსპექტიული გეგმის შემუშავებაში,ფონდების მოძიებაში სასკოლო პროექტების განხორციელებისთვის.
შეხვედრაზევე გახმოვანდა მომდევნო შეკრების დრო, მშობლები შაბათს, დილის 10:00 საათზე წესდებას დაამტკიცებენ.
10 ნოემბერი, 2014 წ.
ბეჭდვა